Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
წნელისის მოსახლეობა სამხედროების გამოჩენით შეშფოთებულია
ოკუპირებულ სოფელ წნელისში რუსი ჟურნალისტები შევიდნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

კრემლის მიერ დაფინანსებული მედიის ცნობით, წნელისის მოსახლეობა შეშინებულია და აღნიშნავენ, რომ სოფელში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები ჯერ კიდევ ორი თვის წინ გამოჩდნენ.

სააგენტო ელზა ალბოროვის სიტყვებს ციტირებს, რომლის მიხედვით, წნელში ევროკავშირის მისიის წევრებიც იმყოფებოდნენ. ალბოროვის ცნობით, ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობისგან ინფორმაცია მოისმინეს და შემდეგ წავიდნენ.

წნელისი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან (დასავლეთი მხარე), ხოლო აღმოსავლეთით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ტახტისძირი ემიჯნება. ჟურნალისტი მარია კოტაევა ირწმუნება, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები შეშინებულები არიან.

ჩორჩანას სიახლოვეს 28 აგვისტოს რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ეს მას შემდეგ, როდესაც საქართველოს შს სამინისტრომ გამყოფ ხაზთან საგუშაგო მოაწყო. სოფლის წარმომადგენელი ვაჟა ლომიძე აცხადებს, რომ 29 აგვისტოს რუსი სამხედროები ჩორჩანას სიახლოვეს აღარ გამოჩენილან

„ქართული მხარე ტერიტორიაზე საგუშაგოს აშენებს, სწორედ ამის გასაპროტესტებლად მივიდნენ ტერიტორიაზე გუშინ ოკუპანტები, მათ შორის იყო ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი. როგორც მათ თქვეს, თითქოს და ქართული მხარე მათ მიწებს იტაცებს,“- აცხადებს ლომიძე.

რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გააკეთა. უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე,” – აცხადებს სუს-ი.

ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხეროები მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების ე.წ. მესაზღვრეებმა სოფლის მიმდებარედ ტყის მასივი ყვითელი საღებავებით მონიშნეს.

მონიშნული ტერიტორიის მიღმა ექცევა ტალკის საბადო, იქვეა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქართლი2“.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020