Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ოსურმა მხარემ ბლოკპოსტის გაუქმების მოთხოვნით ულტიმატუმი წამოაყენა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა იგორ ყოჩიევმა წამოაყენა
პირობა, რომლის მიხედვით, საქართველოს შს სამინისტრომ პარასკევს,
დილის 6 საათამდე უნდა აიღოს ბლოკპოსტი.
ამის შესახებ ყოჩიევმა ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცხინვალიდან ჩასული დლეგაცია აცხადებს, რომ ქართულმა პოლიციამ უკანონო საგუშაგო მოაწყო, რადგან ის, მათი აზრით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა.
,,ოსურმა მხარემ მოსთხოვა ქართულ დელეგაციას 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მოახდინოს პოსტის დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითგამოცხადებული რეჟიმი ყველა ღონეს იხმარს თავისი ხალხის და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დასაცავად." - ციტირებს სააგენტო ,,რესი"
საგუშაგო სოფელ წნელისსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას შორის, დაიდგა.
იგორ ყოჩიევის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარიგან პირობა არ შესრულდება, რესპუბლიკის ხელისუფლება მიიღებს ყველა სამართლებრივ ზომას სამხრეთ ოსეთის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად."
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციების და მათზე რიაგირების მექანიზმების სამუშაო შეხვედრა დღის წესრიგის მიხედვით ვერ წარიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანთიძემ განუცხადა.
მისი თქმით, 10 საკითხიდან დღეს მხოლოდ 1 საკითხზე ისაუბრეს.
,,შეხვედრა დაიწყო უსაფრთხოების გარემოს მიმოხილვით, რაზედაც განიხილებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული საკითხის განხილვისას ცხინვალის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ IPRM -ის ფორმატის ფუნქციონირებას, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხაზგასმით იქნა დაფიქსირებული პოზიცია, რომ IPRM-ი არ გახლავთ ის ფორმატი, სადაც მისაღებია ულტიმატუმების ენით საუბარი და ნებისმიერი საკითხი შესაძლებალია განხილული იქნას დიალოგის გზით. სამწუხაროდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული და მათ მორიგ ჯერზე ჩაშალეს შეხვედრა,“- ანაცხადა ანთაძემ.
ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანასთან ახალი ქართული საგუშაგოს გახსნას დე-ფაქტო ხელისუფლების მწვავე შეფასებები მოჰყვა.
ოკუპირებულ სოფლებში, გვირგვინასა და წნელისში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სააგენტომ ,,რია ნოვოსტიმ" გაავრცელა. ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ მოსახლეობას დე-ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაიცავენ.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოკ-საგუშაგოები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განათავსა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани