Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
გორში მეეზოვეებს ხელფასი დღეში შესაძლოა 1 ან 2 ლარით გაეზარდოთ
გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, მეეზოვეებს ხელფასი სავარაუდოდ, ერთი ან ორი ლარით გაეზრდებათ. ამის შესახებ გვიანიშვილმა დღეს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

საუბარი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, უნივერსიტეტისა და გორის ჰოსპიტლის სიახლოვეს დანაგვიანებულ ტერიტორიას ეხებოდა. გვიანიშვილმა საკრებულოს წევრს, თამარ კოდოშვილს უპასუხა, რომ მეეზოვეების სიმცირის გამო, ყველა ქუჩის დასუფთავება ვერ ხერხდება.

კოდოშვილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორისთვის მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო, რადგან სულ ამ ტერიტორიაზე უწევს გადაადგილება და ძალიან დაბინძურებულია. გარდა ამისა, მისივე თქმით, ჰოსპიტალისა და უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დეკორატიული ურნები ერთმანეთისგან შორს დგას და ქუჩაში ყრია ფოთოლიც და ნაგავიც.

,,მე არ მგონია რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემა იყოს. თუმცა, მალე ჩაემატება დეკორატიული ურნები ჭავჭავაძეზეც და სტალინის გამზირზეც. 250 ცალი გვაქვს შეკვეთილი, უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება. რაც შეეხება ფოთოლს: სექტემბერში სპეციალური ტექნიკა გამოგვყავს, რომელიც ისრუტავს ფოთოლს.

მაგ ქუჩების დაგვა-დასუფთავება სადღაც დილის 10 საათზე მთავრდება. მეორე დღის 10 საათამდე კი იგივე სურათი გვხვდება. დღეში ორჯერ დასუფთავების შემთხვევაში კი, ჩვენი ხარჯებიც გაორმაგდება.

მოგვიწევს მეეზოვეებისთვის ხელფასის გაზრდა ან ახალი თანამშრომლების აყვანა. რისი საშუალებაც არ გვაქვს და წელს გამორიცხულია ამ მხრივ ბიუჯეტი გაიზარდოს. აუცილებლად დავაკვირდები მაგ მონაკვეთს რამდენად ხარისხიანად და სრულფასოვნად სრულდება მანდ დასუფთავების სამუშაოები.

თუმცა, მეეჭვება მანდ რომელიმე ჩვენი თანამშრომელი ნაგავს ტოვებდეს. ვაპირებთ ხელფასის გაზრდას. მთელი წელია ვპირდები.

ცამეტი ლარი გამოსდით დღეში. ერთ- ორი ლარით მაინც იქნებ მოვახერხოთ ამ წელში,’’ - განაცხადა ბაჩანა გვიანიშვილმა.

იხ. ამავე თემაზე:

გორის მეეზოვეები - როცა ქალაქს სძინავს



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020