Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
,,მე ვიყავი ბანაკში, სადაც გავატარე ძალიან მაგარი დრო" - წერილი ბობნევის ბანაკის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის ბანაკის შესახებ ერთ-ერთმა მოსწავლემ რედაქციას წერილი მისწერა. ავტორის თქმით, ბანაკიდან რამდენიმე ბავშვის წასვლის გამო, მიუღებელია მნიშვნელოვანი პროექტის დისკრედიტაცია. 

qartli.ge წერდა, რომ ბანაკი რამდენიმე ბავშვმა გაუსაძლისი პირობების მოტივით დატოვა. წერილის ავტორი გვწერს, რომ 11 მოსწავლის მოსაზრებაბ არ უნდა გადაფაროს დანარჩენი 300 ბავშვის პოზიციას:

,,მე-3 ნაკადში ვიყავი ბანაკში, სადაც გავატარე ძალიან მაგარი დრო. იყო სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი თამაშები, წარმოგიდგენიათ სადმე რომელიმე ბანაკში, საველე პირობებში იმიტირებული სასამართლო და დებატები? ბავშვებმა, რომლებმაც არც კი იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ, უდიდესი პოტენციალი გამოავლინეს.

ყველას ჰქონდა ის ინფორმაცია, რომ ეს იყო საველე პირობები და არა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ჩვეულებრივად, კარავში იყო მოსასვენებელი ადგილი, რომელსაც დალაგება სჭირდებოდა, მაგრამ თუ ადამიანი არ მოუვლის და არ დაალაგებს, კარავი კი არა, სახლიც დაბინძურდება და ეს ვისი ბრალია? იყო წვიმა, ტალახი, მაგრამ კარავი მაინც სუფთა იყო, რადგან დალაგება სჭირდება ყველაფერს...2-3 დღეში ერთხელ რომ დაგელაგებინათ კარავი, ეს პრეტენზიაც არ იქნებოდა!!! მინდა, გავამახვილო ყურადღება კვებაზე. ჩვეულებრივად გვქონდა სამჯერადი კვება, იყო საკვები, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს, რაც მოზარდისთვის საჭიროა. შუადღით, სადილად, ხორციანი წვნიანები გვქონდა.

ჩასვლისთანავე გვითხრეს, რომ საკვების მოთხოვნა თითოეულ ბავშვს შეძლო ნებისმიერ დროს! იყო ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. არაჩვეულებრივი ლიდერები, რომელთა შესამკობად სიტყვები არ მეყოფა! ხელმძღვანელები, რომლებმაც შეგვიქმნეს დაუვიწყარი 7 დღე!!! ძალიან მაინტერესებს ბანაკში დაახლოებით 350 ბავშვი იყო და აქედან 11 ბავშვისთვის რატომ იყო საკვები არადამაკმაყოფილებელი ან გარემო პირობები, რომელზედაც ინფორმაცია გვქონდა უკლებლივ ყველას?" - გვწერს მოსწავლე.

მივიღეთ ასევე მეორე წერილი თინათინ კახნიაშვილისგან:

,,მე პირადად ვიყავი ბანაკში და ყველაფერი იმდენად მომეწონა წამოსვლა აღარ მინდოდა. კვება იყო მრავალფეროვანი, გვქონდა სამჯერადი კვება, მაგრამ არ იყო იმაზე პრობლემა, რამდენჯერაც მოგვშივდებოდა გვეჭამა... არავითარი წყლის ჩამოსვლა კარავში წვიმის დროს... რაც შეეხება ღამე სიცივეს, იყო საკმარისი ადიელები რომ დაგვეფარა და არ გავციებულიყავით. გვქონდა დაბანის საშუალებაც... რას ეძახით გაუსაძლისს პირობებს?!! საველე პირობების კვალობაზე ზედმეტად კომფორტიც კი გვქონდა... ასევე გვქონდა სამედიცინო დახმარების საშუალებაც... სპორტული შეჯიბრებები, ლაშქრობები, შემეცნებითი თამაშები და ა.შ... ალბათ ბავშვებმა ვინც დატოვეს ბანაკი, ვითომ გაუსაძლისი პირობების გამო, ეგონათ სავალე პირობებში დუშ კაბინას და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს დაგვახვედრებდნენ ... დირექციასა და ლიდერებზე ლაპარაკი ზედმეტია, საუკეთესო კოლექტივი! მე პირადად ძალიან კმაყოფილივარ ბობნევის ბანაკით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საველე პირობების კვალობაზე ზედმეტად კომფორტშიც ვიყავით... მთელი თვე რომ შემძლებოდა დარჩენა, დავრჩებოდი... და ძალიან გთხოვთ ღლაპი, ფუფუნებაში გაზრდილი ბავშვების ნათქვამს ნუ დაეყრდნობით და რაც თქვენი თვალით არ გაქვთ ნანახი ნუ გაავრცელებთ ცრუ, ამაზრზენ ინფორმაციას! ასეთი ნასიამოვნები არ ჩამოვსულვარ არც ერთი ბანაკიდან... მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენი ბანაკში ყოფნის დროს შექმნილი გარემოსათვის...!! ხალხო, გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი იყო უფასო, და ასეთი გარემო შეგვიქმნეს უსასყიდლოდ...!! მიყვარხართ და მინდა, ხშირად და სასურველია, ყოველ წელს გააკეთოთ ასეთი ბანაკები...!"

იხ. ამავე თემაზე:

გაუსაძლისი პირობების გამო ბობნევის ბანაკი ბავშვებმა დატოვეს
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020