Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
გორის მერიისა და სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლების ,,მიმოწერამ" გაჟონა
გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ დაიწყო
ადმინისტრაციული წარმოება იმ თანამშრომლის გამოსავლენად, რომელმაც
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლისგან მიღებული წერილი
გაასაჯაროვა. ამის შესახებ გორის მერი qartli.ge-ს ესაუბრა.
მისი თქმით, წერილი, რომელიც ჯერ თავად მერსაც არ ჰქონდა წაკითხული, მედიის ხელში აღმოჩნდა.
,,ეს მასალა მოვიდა ელექტრონული ფოსტით, რომელზე წვდომაც ადმინისტრაციის უფროსს ლექსო (ალექსანდრე) თარხნიშვილს აქვს. საკმაოდ მოცულობითი მასალაა, რომელიც ჯერ ოფიციალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, ვიკვლევთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მასალა ადმინისტრაციის მიღმა. ლექსო თარხნიშვილიც გამოვიკითხეთ" - აცხადებს კოტე თავზარაშვილი.
ჩვენს კითხვაზე, ლექსო თარხნიშვილის შემდეგ, ვის გადაეგზავნა მასალები, კოტე თავზარაშვილი გვპასუხობს: ,,ლექსო ამბობს, რომ არ ვიციო. მინდა გითხრათ, რომ ის თანამშრომელი, ვინც უნდა იყოს, მკაცრად დაისჯება" - დასძინა მერმა.
საქმე ეხება სამუშაო მასალას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიას აგვისტოს ბოლოს გაუგზავნა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომდგენელი, ტატა გამყრელიძე ამბობს, რომ აუდიტის სახელით გასაჯაროებულმა ინფორმაციამ გაკვირვება გამოიწვია:
,,გორის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში ჯერ დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, უხერხულია ვისაუბროთ აუდიტის სახელით დასკვნის არსებობის შესახებ. ეს მხოლოდ ანგარიშის პირველადი ვერსიაა, რომელიც აუდიტის ობიექტებს ეგზავნებათ ხოლმე გასაცნობად და თავისი მოსაზრებების გამოსათქმელად. აუდიტორული დეპარტამენტი მუშაობს ქუთაისში და მათ ყველა ანგარიშზე აქვთ კომუნიკაცია აუდიტის ობიექტებთან" - აღნიშნავს ტატა გამყრელიძე. მისი განმარტებით, სწორედ, ამ სამუშაო პროცესის მასალებია გასაჯაროებული.- აღნიშნავს ტატა გამყრელიძე.
რაც შეეხება გორის საკრებულოს, აქ ეს დოკუმენტი 6 სექტემბერს გადაუგზავნეს. საკრებულოს აპარატის სპეციალისტმა ნათია ომაძემ 5 სექტემბერს სგვითხრა, რომ მასალებს საკრებულოში ჯერ არ იცნობენ: ,,ჩვენ არ ვიცით ამ დოკუმენტის შესახებ. ეს პრესსამსახურში კითხოთ" - ამბობს ნათია ომაძე.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე 10 სექტემბერს ამბობს, რომ გორის მერიიდან მასალები საკრებულოში გუშინ მიიღეს მეილით:
,,აუდიტის დასკვნის მასალები ჩვენ მივიღეთ გუშინ, ელექტრონული ფოსტით, თუმცა მედიაში იმაზე ადრე გაჟღერდა, ვიდრე ჩვენ მივიღებდით" - განმარტავს დავით რაზმაძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სპეციალისტებმა მასალები, სადაც საკუთარი მოსაზრებებიც იყო მოცემული, გორის მერიას 30 აგვისტოს გაუგზავნეს. მერიას საკუთარი შენიშვნების დაფიქსირების საშუალება 7 დღის განმავლობაში ჰქონდა.
გორის მერიიდან მიღებულ პასუხებს კვლავ აუდიტორები შეისწავლიან; აუდიტის ობიექტის მოსაზრებებისა და არგუმენტების გაცნობის შემდეგ დასრულდება ანგარიშზე მუშაობა და ის გაივლის ყველა აუდიტორულ პროცედურას.
ამ პროცედურების გავლას სავარაუდოდ ერთი თვე დასჭირდება.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани