Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გორიდან 500-მდე აქტივისტი იმყოფება - ოპოზიცია
,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს" შიდა ქართლის ორგანიზაციიდან, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, 500-მდე აქტივისტი იმყოფება. თბილისში ცალკე გაემგზავრნენ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებიც.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. არჩევნები კი, პროპორციული სისტემით ან პროპორციულის მსგავსი გერმანული მოდელის სისტემით უნდა ჩატარდეს.

საპროტესტო მოძრაობა მას შემდეგ გაძლიერდა, როდესაც პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება უნდა გაუქმებულიყო.

14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა, მათგან 37-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული შემადგენლობით დაუჭირეს მხარი “ევროპულმა საქართველომ”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატებმა.

კონსტიტუციური კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო ინიცირებული. მისი ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან. პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

შიდა ქართლელ პარლამენტარებს შორის, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, მხოლოდ, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ დაუჭირა მხარი.

დანარჩენებმა, გიორგი თოთლაძის გარდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, თუმცა პარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ. რაც შეეხება გიორგი თოთლაძეს, ის სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.

სიმონ ნოზაძე წარმოადგენს საარჩევნო ბლოკს „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატიოა, დანარჩენები კი, - ,,ქართულ ოცნების" წევრები არიან.

ირაკლი მეზურნიშვილი - კასპის; თემურ ხუბულური - გორის მუნიციპალიტეტის თემის, ხოლო იოსებ მაკრახიძე - ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატია. რაც შეეხება ლერი ხაბელოვს, ის ქარელის მაჟორიტარი დეპუტატია.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020