Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
,,ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტოები გადაღებულია თქვენს ქვეყანაში" - წერილი ავსტრალიიდან შსს-ს
2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს შს სამინისტრომ ავსტრალიიდან მიიღო
გამოძიების მასალები, რომლის მიხედვით, ავსტრალიის ქვეყნის ერთ-ერთ
ჟურნალში გამოქვეყნებულ ფოტოებზე დაფიქსირებული ბავშვების
საქართველოდან არიან.
ავსტრალიის პოლიციამ დაადგინდა, რომ რამდენიმე სურათი გადაღებულია შიდა ქართლში, კერძოდ, ქალაქ გორში, მეორე სურათი გონიოში, ზღვის ნაპირზე, მესამე სურათი კი, - საბილიარდო მაგიდასთან დინამო სტადიონთან.
დეტალები Qartli.ge-სთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც რამდენიმე ბრალდებულის შესახებ სისხლის სამართლის საქმის მასალები ადვოკატებს გადასცეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულებს შორის, არასრულწლოვნების მამებიც არიან. მამებს ძირითადად დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი.
,,საგამოძიებო მასალები ჩვენს პოლიციას გადასცა ავსტრალიის მხარემ. დაადგინეს, რომ მაგალითად ბავშვი გადაღებულია გორში. გორში იმიტომ, რომ ის ხედი, რომელიც ფოტოზე ჩანდა, ინტერნეტრესურსებით, გორის ლოკაციას უჩვენებდა. ერთ-ერთი ბავშვი გადაღებულია საბილიარდო მაგიდაზე და უკან ჩანს სტადიონის არენა. დაადგინეს, რომ ეს არენა ეკუთვნოდა დინამო თბილისის სტადიონს. ამით მიხვდნენ, რომ კონსპირაციული ბინა დინამო სტადიონთან მდებარეობდა. ერთ-ერთი ბავშვიი გადაღებულია ზღვის ნაპირზე. ლამპიონებით დაადგინეს, რომ ის გონიოს ნაპირზე იყო გადაღებული. ავსტრალიელების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ ასეთი ქვიშიანი ნაპირი მხოლოდ გონიოსთან ფიქსირდება. ერთი სიტყვით უნდა ითქვას, რომ შს სამინისტროს საკმაოდ საინტერესო მასალები მიაწოდეს. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს შს სამინისტრომ გამოძიება. თითქმის 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თვალთვალი ბავშვებზე და მათ მშობლებზე“ - აღნიშნავს ადვოკატი ტანია რაზმაძე. ის ერთ-ერთ ბრალდებულ მამაკაცს იცავს, რომელიც ბავშვის მამაა.
,,ეს კაცი, მე ვისაც ვიცავ, არის უდანაშაულო, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ სად ან ვისთან დაყავდა დედამისს ბავშვი. ის ცოლთან გაშორებული იყო. უფრო მეტიც, იმასაც გეტყვით, რომ ბავშვი მამამ სამეჯლისო ცეკვებიდანაც კი გამოიყვანა, არ მომწონს მე ეგ ცეკვაო.“ - აცხადებს ადვოკატი. ის დარწმუნებულია, რომ ამ ნაწილში მამაკაცს მოსამართლე გაამართლებს. მისი ინფორმაციით, ანალოგიურ ვითარებაში დააკავეს კიდევ ერთი მამაკაცი.
,,ფაქტობრივად, ამ მამაკაცების დანაშაული ისაა, რომ ისინი ბავშვების მამები არიან." - ამბობს ტანია რაზმაძე.
დაკავებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალები საკმაოდ მოცულობითია:
,,მე შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ ავსტრალიელებისგან სავარაუდო დანაშაულის შესახებ, შეტყობინება მიიღო, მას შემდეგ ძალიან ბევრი იმუშავეს. დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერები, დაიწყო მიყურადღება, კონტროლი და ა.შ. ამ ვითარებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება საერთოდ არ წარმოადგენს ფიგურანტს.“ - განმარტავს ადვოკატი.
იხ. ამავე თემაზე:
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ 11 პირი დააკავეს, მათ შორის, პედაგოგი
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 8 მოქალაქე გორის 3 სოფელში დააკავეს
გორში ტრეფიკინგთან ბრძოლის სამსახურმა უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა
გორსა და თბილისში ქართველი და უცხოელი მოქალაქეები დააკავეს

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани