Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
დეკემბრის მზე გორის მუნიციპალიტეტში
უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში როგორც მთელ საქართველოში, განსაკუთრებით, შიდა ქართლში მზიანი ამინდები შენარჩუნდება. ასე გამოიყურება მზე ზედაველის მინდვრებზე.

გარემოს დაცვის სამინისტროს მეტეროლოგიური სამსახურის ცნობით, დღეს სითბო 14 გრადუს მიაღწევს, 2 გრადუსით მოიმატებს 25 დეკემბრამდე. ღამით, ცალკეულ დღეებში, ყინვა -2 გრადუსამდე დაეცემა.

წლევანდელი წელი ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როდესც გორის მეტეოსადგურის მონაცემების მიხედვით, დადგენილი წესი არ გამართლა. მეტესადგურის მიხედვით, ქალაქ გორში თოვლი 17 დეკემბერს უკვე ფიქსირდებოდა.

მეტესადგურის ცნობით, ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტში თოვლიან დღეთა რიცხვი 34. გორის მეტესადგურის მონაცემებით, ყველაზე ნაადრევი თოვლი 26 ოქტომბერს მოვიდა, საშუალოდ, თოვლი უკვე 17 დეკემბერს ჩნდება.

ამავე სადგურის დაკვირვებით, თოვლი საფარი მთლიანად 14 მარტამდე ქრება, იყო შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტის (რაიონის) ტერიტორიაზე თოვლი 20 აპრილამდე შემორჩა.

ქალაქი გორი მდებარეობს შიდა ქართლის ბარში, სადაც გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. გაბატონებული კლიმატური პირობების ჩამოყალიბებას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: ტერიტორიის ოროგრაფიული პირობები, მნიშვნელოვანი დაცილება შავი ზღვიდან და მტკვრის ხეობით შემოჭრილი ჰაერის მასები.აღნიშნული მეტოროლოგიური სადგურის მონაცემებით, აქ მზის ნათების ხანგრძლივობა მთელი წლის განმავლობაში მაღალია და მისი საშუალო წლიური სიდიდე 2300 საათს აღემატება. ჯამობრივი რადიაციაც, რომლის სიდიდე 120-130 კკალ/სმ2-ს შორის მერყეობს, საკმაოდ მაღალია, ხოლო რადიაციული ბალანსის წლიური მაჩვენებელი 50 კკალ/სმ2-ს შეადგენს.

მზის რადიაციასთან უშუალო კავშირშია კლიმატური პირობების მაფორმირებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი - ჰაერის ტემპერატურა, რომლის საშუალო თვიური, წლიური და ექსტრემალური მნიშვნელობები, გორის მეტეოროლოგიური სადგურის მრავალწლიური დაკვირვების მონაცემების მიხედვით, ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი - იანვარი და დეკემბერი. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე საკვლევ ტერიტორიაზე საკმაოდ მაღალია და მეტსადგურ გორის მონაცემებით 4,1 მ/წმ-ს აღწევს, ხოლო ქარის საშუალო თვიური მაქსიმალური სიჩქარე, დაფიქსირებული აპრილის თვეში იმავე მეტსადგურის მონაცემებით 5,1 მ/წმ-ს შეადგენს.

მუნიციპალიტეტში წაყინვები, ანუ საშუალო დღე-ღამური დადებითი ტემპერატურების ფონზე. შიდა ქართლის ბარში ღრუბლიანობა საკმაოდ მაღალია. საშუალოდ, წლის განმავლობაში, ცის თაღის 50-58 % დაფარულია ღრუბლებით. ღრუბლიანობა ყველგან მეტია ზამთარში, ნაკლებია ზაფხულში. საერთო ღრუბლიანობის მიხედვით მოღრუბლული დღეები 100-130-ს, ხოლო მინიმალური კი 40-65 შორის იცვლება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020