Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
გორის სამხედრო ჰოსპიტალში C ჰეპატიტით 150 მოქალაქე მკურნალობს
ამჟამინდელი მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში C ჰეპატიტით 150
პაციენტი მკურნალობას. ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას კიდევ 60
პაციენტი ელოდება.
,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებისთვის განკუთვნილი არც ერთი აბი წამალი არ დაგვიძველებია" - აცხადებს სამხედრო ჰოსპიტალის ინფექციური განყოფილების უფროსი ნელი ჯავახიშვილი.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო 2015 წლის ოქტომბრიდან.
2015 წელს - 24 პაციენტი
2016 წელს - 495 პაციენტი.
2017 წელს - 458 პაციენტი
2018 წელს - 298 პაციენტი
2019 წელს - 408 პაციენტი
ნელი ჯავახიშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 2% დამთავრდა რელაფსით ანუ ვერ გამოჯანმრთელდა და ხელახლა ჩაერთვნენ ელიმინაციის პროგრამაში. დანარჩენი პაციენტები სრულად გამოჯანმრთელდნენ.
,,გვქონია შემთხვევები, როცა ვირუსი აღმოჩნდა ორგანიზმში, მაგრამ კვლევების ჩატარების შემდეგ გამოჩნდა, რომ ორგანიზმა თვითონ დაამარცხა ჰეპატიტი და ასე ვთქვათ ელიმინირებული იქნა ვირუსი ორგანიზმიდან.“ - დასძენს ექიმი.
რაც შეეხება ვადაგასულ მედიკამენტებს, ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მათთან მედიკამენტი არ დაძველებულა.
,,ჩვენ ვართ მკაცრი კონტროლის ქვეშ და ყველა ადამიანი, ვინც იტარებს მკურნალობას, ასევე მკაცრად კონტროლდება. როცა პაციენტს ვაძლევთ მედიკამენტს, კოლოფი იხსნება ვიდეო თვალის დაკვირვებით, შემდეგ ორ კვირაში ვიბარებთ პაციენტს და ვითვლით აბების რაოდენობას. შემოსავლების სამინისტროს მიერ, ორჯერ მოულოდნელად მოხდა ჩვენი შემოწმება. არც ერთი აბი არ არის ჩვენთან ვადა გასული. კონტროლი იმდენად მკაცრია და სისტემა ისეა აწყობილი, რომ კიდეც მიკვირს რატომ არის ეს საკითხი ასე აგორებული.“ - აცხადებს ნელი ჯავახიშვილი.
ექიმი მოქალაქეებს მიმართავს, რომ აუცილებლად ჩაიტარონ კვლევები, რადგან ეს არის დაავადება, რომელიც ორგანიზმში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 2019 წლიდან მკურნალობაც და კვლევებიც 100% ფინანსდება და სრულიად უფასოა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ, ფარმაცევტული კომპანიის „გილიად“-ის განცხადება გაავრცელა სადაც წერია:
„ჩვენ ვიცით, რომ გილიადის მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა.“
ფარმაცევტული კომპანია, საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან, უსასყიდლოდ ამარაგებს.
„საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია გილიადი ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით. ჩვენ ვიცით, რომ გილიადის მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად"-ის მხარდაჭერით.
ავტორი: ანა ბაქრაძე

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани