Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
სხვილოს ციხის რეაბილიტაცია იწყება
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ჭალას სიახლოვეს, სხვილოს ციხეზე
სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ qartli.ge-ს შიდა
ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროექტის პრეზენტაცია 24 იანვარს დილით გაიმართება. სხვილოს ციხეზე ჟურნალისტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები და შიდა ქართლის გუბერნატორი ეპატიჟება.
როგორც qartli.ge-მ გაარკვია, ამ ეტაპზე იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოების 1-ელი ეტაპი. ამ სამუშაოებს კომპანია ,ტაძარი +" ახორციელებს, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში.
სხვილოს ციხის ტერიოტირიის გაწმენდის პროექტი 1-ელი ეტაპი მოიცავს ტერიტორიის გაწმენდას ბიო საფარის, ნაგვისა და მიწისგან და ჩამოშლილი ქვებისგან, რომლებიც უნდა გადაეწყოს და გამოყენებულ იქნას კედლების კონსერვაციისთვის.
,,აუცილებელია ტერიტორიის გასუფთავება ნაგვისა და მიწისგან, ასევე უნდა მოეწყოს კიბეები და ცხაურის ტიპის კარი, ამოიძირკვოს 2 ხე რომელიც აზიანებს კედლებს. პირველ ეტაპზე აუცილებელია მოხდეს ტერიტორიის გაწმენდა რათა გამოჩნდეს და დაიგეგმოს შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოები. გასაწმენდი ტერიტორიის მთლიან მოცულობა შეადგენს 435 მ2" - აღნიშნავს პროექტის ავტორი გიორგი სოსანიძე.

სხვილოს ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა. მაღალი მთის ქედზე აღმართული ციხე გადაჰყურებს ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ვაკეს. აგებულია XIV საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ აქ ციხე ადრევე იყო ("მატიანე ქართლისაში" (XI ს.) იხსენიებიან X საუკუნის მოღვაწენი დაჩი და ივანე სხვილოსელნი).
სხვილოს ციხის ისტორია დაკავშირებულია ზევდგენიძეთა (ამილახვარნი) ფეოდალური საგვარეულოს აღზევებასთან. XIV საუკუნეში მათ ჯერ სხვილოს მამული მიიღეს. XVII საუკუნის 40-იან წლებში სხვილოს ციხე ირანის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის გივი ამილახვარის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. XVIII საუკუნის ბოლომდე სხვილოს ციხე ამილახვართა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში მან დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.
ციხე წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ, ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობას, რომელსაც ერთადერთი ვიწრო შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. იგი 2 მ სიმაღლეზე იყო მოთავსებული და, როგორც ჩანს, ხის კიბით ადიოდნენ იქამდე. ციხის კედლების სიმაღლე 11-14 მ აღწევს, სისქე - 2 მ სულ ზემოთ მოწყობილი ყოფილა მებრძოლთა სამოძრაო იარუსი.
სხვილოს ციხეს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლის სტატუსი 2006 წელს და იგი ეროვნული კატეგორიის ძეგლთა ნუსხაშია.

სხვილოს ციხე

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани