Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
გორის კარანტინში კიდევ 15 სამხედრო შეიყვანეს

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში წუხელ, გვიან ღამით მიყვანილი სამხედროები ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბრუნდნენ. ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არცერთ მათგანს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება.

,,ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში რჩება 60 პირი, რომელთაგან 30 სამხედრო მოსამსახურეა, ხოლო 30 სამოქალაქო პირი. გუშინ როტაციის პრინციპთ გავიყვანეთ 28 პაციენტი, მათგან 12 თვითიზოლაციაში, დანარჩენი 15 პირი სხვა საკარანტინო სივრცეში მოვათავსეთ. რაც შეეხება გუშინ შემოსულ 15 სამხედრო პირს, ისინი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, არცერთ მათგანს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ და განთავსებულები არიან საკარანტინო სივრცეში, სადაც იმყოფებიან ისეთი პაციენტები, რომელთაც არავითარი სიმპტომები არ აღენიშნებათ. რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, რომლებთანაც ფიქსირდება დაბალი ტემპერატურული რეაქცია, მათთან ამ წუთას ინფექციონისტიები მუშაობენ და გადაწყდება რამდენს ავუღოთ ნიმუში ლაბორატორიაში გასაგზავნად. გუშინ გადაგზავნილი ნიმუშებიდან ყველა ანალიზის პასუხი არის უარყოფითი,“- უთხრა დავით ბარლიანმა ჟურნალისტებს.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანი იმყოფება, 275 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, დღეის მდგომარეობით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია სამი პირი.

„ახალი ინფორმაცია გვაქვს, შეიძლება სასიამოვნო არა, მაგრამ იმედს გაძლევთ, რომ ჯერ ბევრი არ არის ინფიცირებული. დაემატა სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი. ისინი ჩვენ კლინიკაში არ არიან მოთავსებული. ვერ გეტყვით ამ ეტაპზე რომელი კლასტერიდან არის ან ახალი შემთხვევა არის თუ არა. მათი ეპიდანამნეზს ვერ გეტყვით ზუსტად იმიტომ, რომ ეს ახალი ინფორმაციაა. ეპიდემიოლოგიური ანალიზი ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი კლასტერიდან არის და ახალი შემთხვევაა თუ არა. რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ 31 პაციენტს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. არიან მსუბუქი, საშუალო და მძიმე შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ყველა სტაბილურად არის,” - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

დღეის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 245 630 ათასი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86 ათასი, ხოლო გარდაიცვალთა რაოდენობა 10 000 აჭარბებს.
ყველაზე კრიზისული მდგომარეობაა მსოფლიო ჯანდაცვის ინფორმაციით ირანში, გერმანიაში, იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მუხედავად იმის, რომ ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ვირუსი თითქმის დაამარცხა, სპეციალისტები ვირუსის მეორე ტალღას ელოდებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020