Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
37 დევნილ ოჯახს გორსა და ხაშურში ბინები გადაეცემა
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

„კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. დამატებით 43 დევნილ ოჯახს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის ბინებს უახლოეს მომავალში შევისყიდით. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

„სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს, მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიამ თითოეული იძულებით გადაადგილებული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც კომისიის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდებზე უკვე გამოქვეყნდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება გორში (სამების ქ.N1), სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში 29 სექტემბერს გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020