Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
გამოკითხვა გორში - მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის შესახებ

გორში მძღოლების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას უარყოფითად აფასებს. სამინისტრო ითხოვს, რომ 2016 წლიდან საქართველოში მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალოს.

 

 

შსს-ს  პროექტი მთავრობამ მოიწონა, ამ ეტაპზე მას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად ელოდებიან.

 

„რატომ უნდა აიკრძალოს? ერთ თვეში რომ ისწავლის ტარებას და  პრავას რომ აიღებს,  ეგეთი  ადამიანი გინდა მარჯვენა საჭიან მანქანაზე დაჯდეს, გინდა მარცხენა საჭიანზე, ის მაინც დააშავებს. ეს მანქანები კი ძველ და დაჟანგულ გერმანულ მანქანებს ბევრად ჯობია, ახალია და თანაც კომფორტული. აი, რატომ არ უნდა აიკრძალოს.“ ამბობს გიორგი ომიაძე.

 

„მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა ბევრ რამეში შეგვიშლის ხელს, მათ შორს ოჯახის რჩენაშიც.ჩემი ოჯახს მანქანით ვარჩენ,ვტაქსაობ. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობას ოჯახები არჩინოს.“ - ამბობს მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელი რამაზ გამგებელი.

 

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დარეგისტრირების წინააღმდეგები მანქანების იმპორტიორ კომპანიების წარმომადგნლებიც არიან.

 

,,კავკასუს ავტო იმპორტის“ წარმომადგენელი გორში გაიოზ ბუზალაძე ამბობს, რომ  ავტომობილების აკრძალვა იმპორტს შეამცირებს, რაც წლიურ ბრუნვაზე აისახება და, შესაბამისად,  კომპანია იძულებული გახდება  შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობაც.

 

„დიდი კომპანია ვართ, კომპანიაში ამჟამად ყველაფერი კარგად მიდის, როგორც საჭიროა. ყველაფერი ისე გვაქვს  დალაგებული, თანამშრომლებიც ბევრი გვყვავს დასაქმებული. თუ მთავრობის ახალი ინიციატივა მალე განხორციელდება, რა თქმა უნდა, მუშაობას ვეღარ შევძლებთ.“ -  გვითხრა  გაიოზ ბუზალაძემ.

 

იმის გამო, რომ კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან  თავი შეიკავა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცამ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ამბობენ, რომ პროექტი ჯერ არ შეუსწავლიათ.

 

კომპანია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ წარმომადგენელი ვასო ურშაძე ამბობს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას ფართომასშტაბიანი აქციებით გააპროტესტებენ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.

 

მთავრობის ახალი ინიციატივით უკმაყოფილო მოქალაქეებმა  სხვადასხვა ქალაქში უკვე გამართეს აქციები.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020