Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« сентябрь 2025 »»
п в с ч п с в
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
სირიელმა ახალგაზრდამ გორში საკუთარ უფლებებზე ისაუბრა

სირიელმა ახალგაზრდამ, რომელმაც გორში სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სრული კურსი უკვე დაამთავრა, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საკუთარ უფლებებზე ისაუბრა.

 

 

მუჰამედი საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა. ამბობს, რომ აქ აღებული დიპლომით სირიაში იმუშავებს, თუმცა, ამჟამად, იქ დაბრუნება სარისკოა. ბაშარ ალ ასადის მთავრობა მას იძულებულს გახდის სამხედრო სამსახურში გაიწვიოს და ომში ჩააბას.

 

,,მე ასადის მთავრობა მომწონს. იქ სწავლა უფასოა, სამედიცინო მომსახურება უფასოა, მაგრამ ვერ დავბრუნდები. მე არ მინდა ომი. საქართველოში იმ დროს ჩამოვედი, ვიდრე სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყებოდა" - თქვა შეხვედრის დროს მუჰამედმა ქართულ ენაზე.

 

წარმოშობით პალესტინელია. მისი მშობლები სირიაში მაშინ დასახლდნენ, როდესაც პალესტინასა და ისრაელს შორის ერთ-ერთი მასშტაბური დაპირისპირება გასული საუკუნის 70-იან წლებში მოხდა.

 

,,სირიაში ლტოლვილის სტატუსით ვცხოვრობდით. ჩემი მშობლები პალესტინელები არიან, მე სირიაში დავიბადე. ამ სტატუსით ორი წლის წინ ნებისმიერ ქვეყანაში შეგვეძლო წასვლა. ახლა საქართველოდანაც ვერ გავდივარ. თურქეთში მინდა წასვლა, მაგრამ არ მიშვებენ. მამაჩემი გერმანიაში ცხოვრობს. დედაჩემი და ჩემი და-ძმა სირიაში ცხოვრობენ. დამასკოდან ვართ" - უთხრა მუჰამედმა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" და ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" თბილისის ოფისის წარმომადგენლებს.

 

დღევანდელი შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.  ორგანიზაციების - ,,ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" წარმომადგენლების ინიციატივით შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

 

ქართველ სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და ამ ორგანიზაციის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.

 

წარმოდგენილი იყო კეტი ჩევინის და როს კაუფმანის ფილმი ,,E-TEAM“ - „საგანგებო მისიების გუნდი“, რომელშიც ასახულია ორგანიზაციის საგანგებო მისიების მუშაობის დეტალები მსოფლიოს ცხელ წერტილებში - სირიაში, ლიბიასა და კოსოვოში.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020