Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ბლოგი
არის ნეიტრალიტეტი გამოსავალი? - ნინო სუხიაშვილის ბლოგი
საქართველოს ნეიტრალურ ქვეყნად გამოცხადების გამო ატეხილ აჟიოტაჟზე სულხან-საბა ორბელიანის ერთი ძალიან ცნობილი არაკი გამახსენდა, რომლის მიხედვითაც მამა შვილებს ისრების მოტანას სთხოვს. კონად შეკრულ ისრებს მოხუცი ვერაფერს უხერხებს, სათითაოდ კი იოლად ამტვრევს და ვაჟებს ანდერძად ერთად ყოფნის სურვილს უტოვებს.

"ძალა ერთობაშია" - ეს მოწოდებაა გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბზეც. ერთობა, ცხადია მეტად ფართო ცნებაა და მხოლოდ ერთგვაროვანი სუბიექტების გაერთიანებას არ გულისხმობს.

ყოფით დონეზე ნეიტრალიტეტი შეიძლება ასეც გადავიაზროთ: მეზობელი ჩემს ეზოში იჭრება, ჩემს კუთვნილ კარმიდამოს ითვისებს და თუ "ჭკვიანად" არ მოვიქცევი, უარესი შედეგებითაც მემუქრება. ეს მეზობელი, რომელიც ყველაფერთან ერთად უპირობით და შეთანხმებების დარღვევითაც არის ცნობილი, სამეზობლოსაც მაინცდამაინც გულზე არ ეხატება. რამდენიმე მათგანმა მოახერხა კიდეც, ძლიერი მოკავშირეები მონახა და მათი წყალობით მისი შემოტევებისგან გათავისუფლდა. მე საკუთარი თვალით დავინახე, ძლიერი მოკავშირეების დახმარებით როგორ დააღწიეს თავი ერთ დროს ჩემს ბედქვეშ მყოფმა მეზობლებმა ამ შემოტევებს.

რა არის ჩემი ამოცანა? გამოვაცხადო, რომ არავის საქმეში მე არ ჩავერევი და ნურც ნურავინ ჩაერევით ჩემს საქმეშიო თუ ძლიერი მოკავშირეების ძებნა და მათთან ურთიერთობის გაღრმავება ვცადო? მოგეცათ ლხენა, კარგია, თუ ჩემს საქმეში არავინ ჩაერევა, მაგრამ სავარაუდოდ, ჩემს გაცხადებულ სურვილს, რომ არავის დახმარება არ მსურს, სწორედ ის ცუდი მეზობელი გამოიყენებს სათავისოდ და ვინაიდან სხვათა დახმარებაზე უკვე უარი საკუთარი ნებით განვაცხადე, მარტოდმარტო აღმოვჩნდები ცუდი, და ამავდროულად ჩემზე ძლიერი მეზობლის პირისპირ.

შედეგები ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.

ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი", სინამდვილეში "მტრისაგან უფრო მტერი" რომ გამოდის.

ნინო სუხიაშვილი, ხაშური

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020