Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ბლოგი
"ქალური ბედნიერების" ტრაგიკული ისტორია-ნინო სუხიაშვილის ბლოგი
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული. პირიქით, მას ძალიან კონკრეტული სახე აქვს - ოჯახი, ქმარი (ნათესავებითურთ) და ბედნიერების მწვერვალი - შვილი - ანუ დედობა. სულ ესაა. აქ იკვრება წრე და ითვლება, რომ თუ ქალს ბედნიერების ზემოთნახსენები კომპონენტი აქვს, მისი ბედნიერება უკვე შედგა. მამაკაცის ბედნიერება კი გაცილებით მრავალფეროვანია და, ოჯახისა და ცოლ-შვილის გარდა, ისეთ ცნებებსაც მოიცავს, როგორიცაა წარმატება, თავისუფლება, კარიერა და სხვა ათასი.

ჰოდა, ამ სტერეოტიპულ მიდგომაში უნდა ვეძებოთ კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დატრიალებული წარმოუდგენელი ტრაგედიის გასაღებიც. დედამ შვილი მოკლა. ბუნებრივი კანონზომიერება დაირღვა. ცხადია დედა, რომელიც თვითონაც არასრულწლოვანი, ანუ ბავშვია, დამნაშავეა, რადგან სხვისი, განსაკუთრებით კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს. მაგრამ განა მარტო დედაა დამნაშავე?

არასრულწლოვანი გოგონა გათხოვდა. პირველად, სწორად აქ დაირღვა კანონი. სკოლაში, თურმე, "არ იცოდნენ", რომ გოგონა გათხოვდა და ფეხმძიმედ იყო. მოსწავლის სტატუსი არ შეუჩერეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაკვეთილებს არ ესწრებოდა, გაცდენების "საკმარისი" რაოდენობა არ დაუგროვდა. არ ვიცით, რატომ აცდენდაო, უთქვამს სკოლის ხელმძღვანელობას, რაც, სულ მცირე საქმის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა, თუმცა, ღრმად მჯერა, რომ პედაგოგებმა ამ გოგონას შემდგომი ბედი "ქალური ბედნიერების" სტერეოტიპით გადაწყვიტეს - გათხოვდა, ქმარი ჰყავს, ფეხმძიმედ არის - მორჩა - ბედნიერია.

"ქალური ბედნიერების" მიხედვით იმსჯელა, სავარაუდოდ, გოგონას ოჯახმაც, რომელმაც შვილი "პატრონს ჩააბარა". ოჯახი-ქმარი-ბავშვი - ბედნიერება სახეზეა. დანარჩენი? უნდა აიტანოს, აბა რა ეგონა!

იგივე სტერეოტიპული მიდგომა გამოიყენა, მაღალი ალბათობით, გოგონას მეუღლემ და მისმა ოჯახმაც. სავარაუდოდ, ასეთი ბედნიერების სჯეროდა თავად დამნაშავე მსხვერპლსაც, რომელმაც, თვითონაც ბავშვმა, ვერ გაუძლო უძილო ღამეებს, მომქანცველ დღეებს, მძიმე ვალდებულებებს, მაღალ პასუხისმგებლობას. იმაზე გაცილებით დიდ ტვირთს - რისი აწევაც მას, პატარა ბავშვს შეეძლო... და დამნაშავედ იქცა.

არადა, თავის დროზე მის მშობლებს რომ გათხოვებაში ხელი შეეშალათ, სკოლას რომ კანონის მიხედვით ემოქმედა, ქმარს რომ არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობისთვის პასუხისმგებლობა გაცნობიერებული ჰქონოდა... ვინ იცის!

არადა, ხანდახან ბედნიერება უბრალოდ გამოძინებაა, ხანდახან თამაში, ხანდახან ქუჩაში მარტო ხეტიალი! ვინ იცის, რა არის ბედნიერება 15-16 წლის გოგონასთვის ან თუნდაც 55-60 წლის ქალისა თუ კაცისთვის!

ამიტომ არ გამკვირვებია, როცა საზოგადოების რისხვისგან არასრულწლოვანი ისევ ფემინისტებმა დაიცვეს. საზოგადოებისგან, რომელმაც გოგონას "ბედნიერებაც" თავად გადაუწყვიტა და ამითი დამნაშავედაც თავად აქცია.

ნინო სუხიაშვილი, ხაშური

 

Topic: კატეგორია
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020