Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შესახებ საინფორმაციო კუთხე გაიხსნა
5 დეკემბერს, 2018, გორის უნივერსიტეტსა და ზესტაფონის საშუალო
სკოლაში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის
თემაზე საინფორმაციო კუთხე მოეწყო, რომელშიც წარმოდგენილი
საინფორმაციო და ვიზუალური ასახავს ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ
მდგომარეობას, გენდერული თანასწორობის განვითარებისა და ხელშეწყობის
მნიშვნელობას ასახავს. საინფორმაციო კუთხე უნივერსიტეტში გენდერული
ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებშია
გამოიფინა.
„საინფორმაციო კუთხის მოწყობა გენდერული თანასწორობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის თემებზე ვფიქრობ ძალიან სასარგებლოა სტუდენტებისთვის და არამარტო მათთვის. მნიშვნელოვანია, რომ ისინი მიიღებენ მეტ ინფორმაციას ამ თემებზე“ – განაცხადა გორის უნივერისტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.
კამპანიას ერთი საერთო მიზანი აქვს: დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ მსოფლიოში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. ის 1991 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობა 154-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
საინფორმაციო კუთხე პროექტის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივითა და გორის უნივერისტეტთან და ზესტაფონის საშუალო სკოლასთან ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. საინფორმაციო კუთხის პრეზენტაციას სტუდენტები, მასწავლებლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის შესახებ:
პროექტი - დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.
პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.
პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: • ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით; სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა; ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани