Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
რას აკეთებდა სოფლის ექიმი ბერბუკში 9 თვის ბავშვის გარდაცვალებამდე?
სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვის ახლობლები პასუხისმგებლობას ექიმებს
აკისრებენ. მათ, ამის შესახებ, გორის პროზექტურასთან განაცხადეს.
ისინი ექიმების დასჯას ითხოვენ.
როგორც ირკვევა, სამედიცინო დაწესებულებაში დედამ ბავშვი სამკურნალოდ 2018 წლის დეკემბერს მიიყვანა. ჯერ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ - გორის ,,იავნანაში".
,,იავნანას" წარმომადგენლების ცნობით, ბავშვს წითელა და ფილტვების ანთება ჰქონდა. მათივე ცნობით, დედამ მკურნალობის გაგრძელება, სტაციონარში მოთავსების ნაცვლად, ბინაზე გადაწყვიტა.
,,იავნანას" ექიმების ცნობით, დედამ ბავშვთან ერთად თბილისის ინფექციური საავადმყოფო 2018 წლის 30 დეკემბერს საკუთარი სურვილით დატოვა. ინფექციურ საავადმყოფოში ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. 31 დეკემბერს კი, გორის ,,იავნანაში" მივიდნენ.
გორის სამედიცინო დაწესებულების ექიმებიც აცხადებენ, რომ სტაციონარში მოთავსებაზე დედამ აქაც უარი განაცხადა. ამის მიზეზად დედამ ბებიის ავადმყოფობა დაასახელა, ასევე ის, რომ სახლში სხვა მცირეწლოვანი ბავშვიც ელოდებოდა.
ამ ამბებიდან 7 დღის შემდეგ ირკვევა, რომ დედაც, სწორედ, ინფექციური ავადმყოფობის დიაგნოზით, ,,გორმედში" გადიოდა მკურნალობას.
,,8 იანვარს დილით დედას შვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ შეატყობინეს. მან ხელწერილის საფუძველზე დატოვა საავადმყოფო" - აცხადებენ ,,გორმედში". სახლში მისულს კი ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილი ბავშვი ბებიამ საწოლში ნახა.
რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი მკურნალობას ბინაზე გადის? სოფლის ექიმის შესახებ კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს გავუგზავნეთ. ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სოფლის ექიმის მეშვეობით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ვერ დადგინდება. ისინიც გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
რაც შეეხება ბავშვის ავადმყოფობის ისტორიას, ეს ინფორმაციაც ჯანდაცვის სამინისტროს აზრით, პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული დებულების მიხედვით, სოფლის ექიმის მოვალეობაა ჯანმრთელი პირებისა და ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად; ექიმის ან ექთნის ვიზიტი ბინაზე 3 წლამდე ბავშვებში, ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების შესაბამისად და წელიწადში 4-ჯერ მუდმივად მწოლიარე პირებთან;
ქრონიკული და მწვავე დაავადებების დიაგნოსტიკა, მართვა და რეფერალი, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა გადაუდებელი მდგომარეობების დროს; ამბულატორიულ დონეზე, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის);
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველყოფა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი აქტით დამტკიცებული „ექიმის ჩანთიდან".
სოფლის ექიმის პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани