Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
1991 წლის 6 იანვარი გორსა და ცხინვალში
ცხინვალში, 1991 წლის 6 იანვარი, ტრადიციულად,
გაიხსენეს. ცხინვალის გაზეთ ,,რესპუბლიკას“ ცნობით, იმ დილით, ქალაქი
ქართული მილიციით იყო ,,ოკუპირებული“.
გაზეთი უთითებს, რომ ცხინვალში მილიციის შენაერთები საბჭოთა კავშირის შინაგანმა ჯარმა შეუშვა. თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ვერსიები შეიძლება გამოითქვასო. საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა ოფიციალურად, რომლის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი იყო.
რა მოხდა 1991 წლის 6 იანვარს ცხინვალში?

ცხინვალში გამომავალი გაზეთი ,,რესპუბლიკა“ წერს, რომ 27 წლის წინ, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქალაქში უპრობლემოდ შეუშვეს ქართული მილიციის ნაწილები, რამაც ვითარება გაამწვავა.
საქართველოს უზენაესი საბჭომ, ცხინვალსა და ჯავაში, მილიციის კონტიგენტის გაძლიერებით, საგანგებო ვითარება (კომენდატის საათი) გამოაცხადა. ქართული მილიციის (3 000-კაციანი შემადგენლობა - ,,საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით) გამოჩენას ცხინვალში შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა. მილიციამ დააკავა ადგილობრივი ნაციონალისტური ორგანიზაციის ლიდერი ყულუმბეგოვი. ცხინვალში ბარიკადები გაჩნდა და ითხოვდნენ ყულუმბეგოვის გათავისუფლებას.

მომდევნო დღეს, 1991 წლის 7 იანვარს, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გობაჩოვმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, გაუქმებულად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. გორბაჩოვმა, ამ ბრძანებით, უკანონოდ მიიჩნია საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ.
ცხინვალში ქართული მილიციის გამოჩენამდე, 1990 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე, ნოემბერში, ავტონომიური ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთი საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად აღიარეს, ოღონდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

გორბაჩოვის 7 იანვრის ბრძანებამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, გორში, საპროტესტო აქციები გამოიწვია.
პარალელურად, მიმდინარეობდა აქციები ცხინვალში. ყულუმბეგოვის მომხრეები ცხინვალიდან და ჯავიდან ქართული შინაგანი ჯარის გასვლას ითხოვდნენ. თბილისსა და გორში კი, გორბაჩოვის ბრძანების გაუქმებას.

შეტაკებებმა მილიციასთან მასიური ხასიათი მიიღო. იმ დროინდელი ქართული პრესის ცნობით, სისტემატიურ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლების მოსახლეობასთან. ცხინვალი ეთნიკურმა ქართველებმა დატოვეს. ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეთ მცხოვრებმა ოსებმა ჩრდილოეთ ოსეთში წასვლა დაიწყეს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани