Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июль 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილის ,,მავთულხლართი" რეზო ინანიშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებული გახდა
,,სულისშემძვრელია ცოლის საფლავის შორიდან მაცქერალი ბეროანთ თედოს მდგომარეობა. ცრემლი რა არის, ცრემლი რომ დაადინოს თანამეცხედრეს და გულზე ბალახი შემოაცალოს, იმის უფლებაც კი აღუკვეთა წყეულმა ეკლიანმა სამანმა." - წერს პუბლიცისტი და კრიტიკოსი თამარ გელიტაშვილი გიორგი სოსიაშვილის მოთხრობის ,,მავთულხლართის" განხილვისას. - ,,თედოს პიროვნებას, მის შინაგან მეს კიდევ უფრო ააშკარავებს საკუთარ ორეულთან პაექრობა. ეს ორეული მისი სინდისია, რომლის ხმაც მაშინვე აედევნება მოხუცს, როგორც კი საკუთარი პრინციპების ღალატს დააპირებს და, ცოლის საფლავზე შეშვების სანაცლოდ, რუსი მესაზღვრეების მოქრთამვას გადაწყვეტს. ამისათვის დაიწყებს არყის გამოხდას, მაგრამ მაშინათვე შეეჩეხება მამხილებელ სინდისს. ამ ღირსეულ კაცს სინდისიც წმინდა და კრისტალური აქვს." 

ამიტომაც ამბობს მწერალი: „ხმა შეეცვალა უჩინარს, თითქო გული აუჩუყდა”. სინდისი აუტირდა თედოს და „ამხილა” მოხუცებული: „რუსებს უხდი არაყს, გული გინდა მოიგო, მტრის გული. არაყს მიართმევ და იქნებ როგორმე გადაგიშვან იქით, მავთულხლართს იქით. შეეხვეწები, ასე გაქვს ჩაფიქრებული. ყელს გამოუწევ. თუ გეტყიან, მუხლებზეც დაუდგები, ოღონდ ცოლის საფლავი გაჩვენონ... შენი გამოხდილი არყით სავსე ჭიქებს მიუჭახუნებენ რუსები ერთმანეთს, მერე გადაჰკრავენ, პურის ნატეხს დასუნავენ... დამცინავი სახეებით გაცქერდებიან რუსი მესაზღვრეები. სიამე ეღვრებათ გულში, ბებერ, დამცირებულ, ღირსებააყრილ „მტერს” რო ხედავენ...”

სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა თედოს სულიერი ჭიდილი. ამხედრებული სინდისი მოხუცმა ბოლოს იმით დაამშვიდა, რომ ცეცხლთან მიიჭრა და ძირს მოაპირქვავა ქაფქაფა არყით სავსე ქვაბი. მერე, როდესაც მალულად გადაძვრა მავთულხლართს იქით, ის მამხილებელი ხმა თან აღარ გაჰყოლია. ასე სინდისდამშვიდებული და ღირსებააუყრელი გაეშურა ცოლთან შესახვედრად.

ცოლის საფლავზე გადაქცეულმა თედოს სხეულმა უმალ ოთარაანთ ქვრივის სიკვდილი გამახსენა. ილიას „ოთარაანთ ქვრივსა” და „მავთულხლართს” შორის მართლაც არის საერთო. აქ ვხვდებით ორ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს: მაცხოვრის შობასა და აღდგომას. ოთარაანთ ქვრივი შობის ღამეს გარდაიცვალა, თედო - აღდგომის ღამეს. ორივე „ფესვმაგარი ხე” საყვარელი ადამიანის საფლავზე „წამოიქცა”. არც ოთარაანთ ქვრივს გააჩნდა ვინმე გიორგის მეტი და არც თედოს - ცოლის მეტი. ორივემ მარტოობაში გალია სატანჯველად ქცეული წუთისოფელი, ოღონდ ეგ კია, ოთარაანთ ქვრივს ერთი ჭირისუფალი მაინც დარჩა ამქვეყნად, ის სოსია მეწისქვილეს მაინც მოუკვდა, მაგრამ, საკითხავია, ვის მოუკვდა ბეროაანთ მოხუცებული თედო? აქ ისევ ილიას დავესესხები და ვიტყვი: „ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევლაკრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში”. ვფიქრობ, სწორედ ეს დიდი კითხვის ნიშანი დასვა გიორგი სოსიაშვილმა თავის მოთხრობაში." - აღნიშნავს თამარ გელიტაშვილი.

გიორგი სოსიაშვილის მოთხრობა ,,მავთულხლართი" რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. მეორე პრემია გადაეცა დავით შემოქმედელს - „რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში“;
მესამე პრემია კი ზურაბ პაპიაშვილს ერგო - „უფლის რჩეული“.

2018 წელს საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებები შეაფასა კონკურსის ჟიურიმ: პოეტი და ლიტერატურთმცოდნე ქეთევან შენგელია (თავმჯდომარე), პოეტი ჯუმბერ გოგრიჭიანი (ჯუბა ღებელი), მწერალი თამაზ ხმალაძე, ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი.

კონკურსის დამფუძნებელია ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი. კონკურსის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრმა გულიკო ზუმბაძემ.

რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის თანადგომით ჩატარდა. კონკურსის მხარდამჭერები არიან - საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანება, ეროვნული ბიბლიოთეკა, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“. დაჯილდოების შემდეგ გაიმართა ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ 2018 წლის მე-4 ნომრის წარდგენა, რომელშიც გამოქვეყნებულია სამი გამარჯვებული მოთხრობა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020