Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июль 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ფცაში მინისტრის თანდასწრებით ჩატარებულ კრებაზე გარეგანათების მოწყობა გადაწყვიტეს
15 იანვრიდან, საქართველოს 3700 სოფლის კრების ჩატარება დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საერთო კრებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

,,დღეს პირველი დღეა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებები. ჯამში ვგეგმავთ 3700 სოფლის კრების ჩატარებას, რაც იმას ნიშნავს რომ ნახევარი მილიონი ადამიანის ნებით განაწილდება ის 20 მილიონი, რომელიც სოფლის პროგრამაში გვაქვს წელს გათვალისწინებული. დღეს მქონდა პატივი დავსწრებოდი კრებას და ძალიან სასიამოვნოა რომ სოფელში არის ასეთი ერთსულოვნება. მოსახლეობამ გადაწყვიტა რომ მათ გარე განათების სამუშაოების დასრულება სურთ. პროგრამის მიხედვით, ამ სოფლის ზომიდან და ხლხის რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია 10 ათასი ლარის დაფინანსება და შესაბამისად, ეს თანხა ამ სოფელში მოხმარდება გარე განათებას“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პირველი კრებები დღეს სხვადასხვა რეგიონის 21 სოფელში ჩატარდა. უკვე მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მათ შორისაა საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება, ატრაქციონების დადგმა, ხიდის შეკეთების სამუშაოები.

,,ამ პროგრამის მთავარი დანიშნულებაა, უშუალოდ მოსახლეობამ გადაწყვიტოს თუ რა სჭირდებათ მათ, იქ მაცხოვრებლებმა ყველაზე უკეთ იციან რა საჭიროებები აქვს სოფელს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს თვითმმართველობა და ხალხმა მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დავუჭერთ მხარს“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020