Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
დავით რაზმაძის გაუჩინარების დღეს ლიბიის პორტში ორი სპეცოპერაცია ჩატარდა
ლიბიაში, ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს. 22-წლის დავით
რაზმაძე გემიდან 7 იანვარს გაუჩინარდა. ორიკვირიანი ძებნის შემდეგ,
მისი ცხედარი დღეს იპოვეს. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშით
მცურავი თურქული გემის, „Mv Dogan Bey“-ს ეკიპაჟის წევრი იყო.
ოჯახი ეჭვობდა, რომ ის პოლიციას ჰყავდა დაკავებული.
დავით რაზმაძის ბიცოლამ ნინო ლაბაძემ, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეზღვაურის დაკარგვის შესახებ, თურქულმა კომპანიამ ოჯახს წერილობით შეატყობინა მხოლოდ 14 იანვარს.
„ლიბიის პოლიციასთან ერთად ვეძებთო. შემატყობინეს, რომ 7 იანვარს 12 საათზე ჩავიდა ვახტზეო, ხოლო 16 საათზე როცა მისი შემცვლელი მივიდა დათა იქ აღარ იყოო. ეს არის ჩვენთვის ცნობილი და კიდევ ის, რომ მისი ტელეფონი, სიგარეტი და პირადი ნივთები გემზეა. გემიდან მისი ჩასვლა არ ფიქსირდება, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩავიდა და ლიბიის პოლიციას ჰყავს აყვანილი“ - ამბობს ნინო ლაბაძე რადიო ,,თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
„2018 წლის 16 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე“,- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.
ლიბიაში მომუშავე ორგანიზაციამ - Libyaobserver-მა კი, 2019 წლის 7 და 8 იანვარს ქალაქ მისურატის პორტში მომხდარი ორი ინციდენტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ოფიციალური სააგენტოს ცნობით, მისურატას პორტის დაცვამ თურქულ გემებზე ჯერ 8 ტონა ნარკოტიკი, შემდეგ კი 20 ათასი ცალი კონტრაბანდული იარაღი იპოვა. ,,ადგილობრივ საზოგადოებასთან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი“ - წერს Libyaobserver-ი.
ლიბიაში კი სამოქალაქო ომი მძვინვარებს. სამთავრობო ძალებს შეტაკებები დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთ ნაწილში ამბოხებულებთან აქვს.
ტვ ,,იმედთან“ საუბარში დავით რაზმაძის დედა აცხადებდა, რომ მის შვილს სამუშაოდან, გემიდან წასვლა უნდოდა. ,,დათუნამ მითხრა, რომ არ უნდოდა ამ გემზე მუშაობა. სულ რაღაც თვენახევარია რაც მუშაობა დაიწყო. ვეკითხებოდი, თუკი კარგი ურთიერთობა ჰქონდა ეკიპაჟთან, რატომ უნდა სამუშაოსთვის თავის დანებება.“ - განუცხადა ნინო ცეცხლაძემ ტვ ,,იმედს“.
რა გახდა დავით რაზმაძის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ექსპერტიზის პასუხი 22 იანვარს გახდება ცნობილი.
დავით რაზმაძე ჯერ კიდევ 2008 წლის 8 აგვისტოს შეესწრო ომს. ვერხვების დასახლებაში (სამხედრო ნაწილის სიახლოვეს) ჩამოყრილ ბომბებს გადაურჩა. მისი მამისა და ბიძის ომის დროს გადაღებული ფოტო 2008 წლის აგვისტოს იმბოლოდ იქცა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани