Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,მხილებულ არასრულწლოვნებს ფინანსურად არ უჭირთ" - გორის პოლიცია
გორის შს სამმართველოს თანამშრომლები დანაშაულში მხილებულ
არასრულწლოვნებს სოციალურ მუშაკთან გზავნიან. სოციალური მუშაკის
დახმარებით, პირი გარკვეული მეთვალყურეობის ქვეშ ექცევა.
არასრულწლოვანები ამ მეთვალყურეობას გაურბიან და ჩადიან ახალ
დანაშაულს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო ერთ
წელიწადში, სხვადასხვა წვრილმან დანაშაულში არაერთი ასეთი
არასრულწლოვანი ამხილეს.
პარალელურად, პოლიციელები მათ დახმარებას სთავაზობენ. ამის შესახებ qartli.ge-ს სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ახალგაზრდებს ფინანსურად არ უჭირთ. მათთვის ფულადი დახმარებაც შეუთავაზებია იმ პირობით, რომ აღარ ექურდათ. ,,თითოეულ მათგანს ვიცნობ. არანაირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რომ მათ ამ ქმედების ჩადენას ვინმე ავალებდეს. მიუხედავად ამისა, მაინც ჩადიან დანაშაულს" - ამბობს პოლიციელი პ.კ.
პოლიციელის განმარტებით, ამ არასრულწლოვნებთან დახმარების შეთავაზება არ ჭრის. ამავე დროს, არც სოციალური მუშაკების მეშვეობით, ხერხდება ურთიერთობის მოგვარება. ,,ხშირ შემთხვევაში ეს ჯგუფი შემდეგ თბილისში მიდის და იქ ახერხებენ ახალი დანაშაულის ჩადენას" - აცხადებს სამმართველოს თანამშრომელი.
როგორია სოციალური მუშაკისა და დანაშაულში მხილებული არასრულწლოვნის ურთიერთობა, ამის თაობაზე, qartli.ge სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთან ინტერვიუს ცალკე შემოგთავაზებთ.
,,არასრულწლოვანთა დანაშაულობის მიზეზებისა და პირობების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით, ჩატარებულია კვლევა იზა კელენჯერიძის ავტორობით. კვლევა განიხილავს მოზარდის პიროვნებას, როგორც სუბკულტურული ფასეულობების მატარებელს. მისი აზრით, მოზარდს დამნაშავედ ფორმირების რამდენიმე ეტაპი გააჩნია.
,,მოზარდთა დანაშაულობასთან შედარებით არასრულწლოვანთა დანაშაულობა საზოგადოებისთვის ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ დანაშაულს ნაკლები ზარალი მოაქვთ და რომ აქ შედარებით დაბალია მძიმე დანაშაულობათა წილი“ - აღნიშნავს კვლევაში.
კვლევის მიხედვით, საზოგადოების პოზიტიური გავლენის შედეგად პიროვნება ყალიბდება დადებითად, ხოლო უარყოფითი, სუბკულტურული ფასეულობების გავლენის შედეგად გვევლინება დელინქვენტური, ასოციალური ქმედების ჩამდენ პირად, რომელიც გარდა იმისა, რომ უარყოფს და არღვევს კანონის მოთხოვნას, ასევე უგულებელყოფს და აბუჩად იგდებს საზოგადოებაში არსებულ ტრადიციებსა და მორალის ნორმებს.
იზა კელენჯერიძის შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, არასრულწლოვანი დამნაშავის გარკვეულ მახასიათებელს წარმოადგენს: განათლებისა და კულტურის დაბალი დონე; სწავლისადმი ინტერესის შესუსტება; ინტერესთა და მოთხოვნილებათა პრიმიტიულობა; მისწრაფება ალკოჰოლის, ნარკოტიკების და ილუზორული სიამოვნებებისადმი; მისწრაფება იარაღისადმი; პოზიტიური ღირებულებების არამყარობა, რაც მათ უბიძგებს ასოციალური ქცევებისადმი, მომეტებული აგრესიულობა; კომპრომისის გამონახვის შეუძლებლობა თანატოლებთან ურთიერთობაში; უხეშ ძალაზე ორიენტაცია; გამომდინარე იქედან, რომ უგულებელყოფენ სწავლას, ორიენტაცია ისეთი პროფესიების დაუფლებაზე, რომელიც არ მოითხოვს დიდ განათლებას.
,,ჩემი აზრით კი, ყველაზე პირველი და ძირითადი მახასიათებელი არასრულწლოვანი დამნაშავის პიროვნებისა დაკავშირებულია მის ასაკთან. არასრულწლოვანი იმ ასაკში იმყოფება, რომლის დროსაც, როგორც მედიკოსები ამბობენ, ორგანიზმში ნამდვილი გრიგალია. მოზარდი ცდილობს, გაარკვიოს თუ რა უნდა მას სინამდვილეში და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს იმას, რაც მას უნდა. ამ ასაკში პიროვნებას საკმაოდ მაღალი, უფრო სწორად, მიუწვდომელი მიზნები ამოძრავებს. იგი ხშირად ვერ პოულობს ამ მიზნის მისაღწევად კანონიერ, დასაშვებ გზას, რადგან არ გააჩნია ამისათვის საჭირო ფული, გამოცდილება და შეიძლება ითქვას, რომ ისიც კი არ იცის, თუ რა უნდა მას სინამდვილეში. „არასრულწლოვანთა მოქმედების ფარგლები ზრდადასრულებულ ადამიანებთან შედარებით ვიწროა, ცხოვრების გამოცდილება მეტად ღარიბია. სამაგიეროდ მდიდარია მათ მისწრაფებათა და განცდათა სამყარო. იგი ახლა დგამს დამოუკიდებელ ნაბიჯებს ცხოვრებაში, ახლა ისახავს პირველ სასიცოცხლო მიზანს. მათი ხასიათი ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული." - აღნიშნავს კვლევაში.
,,მოზარდი, რომელიც სისტემატიურად დადის სკოლაში, ვარჯიშზე და რაიმეთია დაკავებული, ნაკლებად ექცევა ქუჩის ზეგავლენის ქვეშ" - ასკვნის მკვლევარი. განსაკუთრებით, ყურადღსაღებია ის ფაქტი, რომ გორში მხილებული არასრულწლოვნების ნაწილის მშობლები, პოლიციის ცნობით, საზღვარგარეთ იმყოფება სამუშაოდ.
ფოტო: არასრულწლოვნის დაკავება გორში, კომბინატის დასახლებაში, (საკუთარი ფოტო)

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани