Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ბოლშევიკური ციხე გორში (Video)
შენობა, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში,
ბოლშევიკური ტერორის მსხვერპლნი და პატიმრები იყვნენ განთავსებულნი,
დღესაც დგას. ამჯერად, იქ სტუდენტთა სამკითხველოა. შენობა გორის
უნივერსიტეტს ეკუთვნის.
მის შესახებ ცნობები გორის უნივერსიტეტის პროფესორს, ელდარ მამისთვალიშვილს პირველი წყაროებიდან მოეპოვება. ის სამეცნიერო მუშაობის დაწყების პირველივე წლიდანვე უნივერსიტეტის (ყოფილი პედინსტიტუტი) ბიბლიოთეკით სარგებლობდა. ყოფილ სატუსაღოში და შემდეგ ბიბლიოთეკად გადაკეთებულ შენობაში გერმანელი დარაჯი ჰორნბახერი გაიცნო, რომელიც მეუღლესთან ერთად მუშაობდა. ელდარ მამისთვალიშვილი ამბობს, რომ ჰორნბახერთან საუბრის დროს, ციხის შესახებ არაერთი დეტალი შეიტყო:
,,ჰორნბახერი იყო გერმანელი ტყვე, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გადმოსახლებული. მისი ნაამბობიდან ვიცი, თუ სად იყო დახვრეტის ოთახი. ეს ოთახი განთავსებული იყო შენობის მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოს. ჰორნბახერი ამბობდა, რომ იატაკი იყო ამოჭრილი, სადაც დახვრეტის შემდეგ, ცხედრები ქვემოთ ცვიოდა. გვირაბით კი, მტკვრის სანაპიროსკენ გაჰქონდათ“ - იხსენებს ელდარ მამისთვალიშვილი. ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ მტკვრის სანაპიროდან დახვრეტილთა ცხედრები კვერნაკის ქედზე ასაფლავებდნენ. დღეს ქალაქის სასაფლაო, სწორედ, კვერნაკის ქედზეა განთავსებული. მანამდე ქალაქის ამჟამინდელ სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მდებარეობდა.
,,ჩემი აზრით, ცხედრები შემდეგ სწორედ კვერნაკის ქედზე აჰქონდათ, რათა დაესაფლავებინათ. ჰორნბახერმა მითხრა, რომ მან გვირაბი დაათვალიერა, სადაც ბეჭედიც კი იპოვა. თუმცა, გვირაბში გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან მიწა იყო ჩამოშლილი“ - ამბობს ელდარ მამისთვალიშვილი.
მისი ინფორმაციით, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, გორში ორი სატუსაღო არსებობდა. ერთი მდებარეობა წმინდწყალზე, ყოფილი პროკურატურის შენობის ადგილზე, ხოლო მეორე - გორის უნივერსიტეტის ამჟამინდელ ბიბლიოთეკის შენობაში. პირვანდელი სახით შემორჩენილია მხოლოდ ბიბლიოთეკის შენობა. ყოფილი პროკურატურის შენობის ადგილზე მანამდე სულ სხვა ტიპის შენობა იდგა, რომელიც ბიბლიოთეკის შენობას ბევრად ჯობდა.
,,ჩემ ბავშვობაში როცა ამ გზაზე გვიწევდა გავლა და სირბილი, მახსოვს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ხოლმე შეკრებილი. ისინი იყვნენ იმ პატიმრების ახლობლები ან მშობლები, რომლებიც ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. იყო გადაძახილ-გადმოძახილები. აშენებულია მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში და იარსება 50-იან წლებამდე. შემდეგ გაუქმდა და გადაკეთდა ბიბლიოთეკად.“ - აცხადებს ელდარ მამისთვალიშვილი.
ბიბლიოთეკარი ნელი ბაბუციძე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დიდი ხანია მუშაობს. აცხადებს, რომ ამ შენობაში ნამდვილად არსებობდა ქალაქის ან რაიონის ციხე.
,,როდესაც სამკითხველო გაიხსნა, ფაქტობრივად, ოთახების დიდი ნაწილი გადაკეთებული იყო სამკითხველო დარბაზებად. ციხის კვალი დღეს ნაკლებად ეტყობა. გამოიცვალა სახურავიც. ფაქტობრივად, ძალიან მცირე ნაწილია შემორჩენილი საკნების.“ - აცხადებს ნელი ბაბუციძე.
ამჟამად, ბიბლიოთეკაში რამდენიმე ათასი წიგნია დაცული. სტუდენტები სამკითხველო დარბაზებში დღესაც აგრძელებენ მეცადინეობას. ოთახების დიდი ნაწილი შეცვლილია თანამედროვე ავეჯით და აღჭურვილობით. თუმცა, არის ოთახები, სადაც საბჭოთა შენობის კვალი შემორჩენილია. თუმცა, საკნების კვალი წაშლილია.
გორის არქივის თანამშრომლის, ქეთევან მაჭარაშვილის ცნობით, ციხეს 1930 წელს გამოსასწორებელი სახლი ანუ გამსახლი ერქვა, 1942 წელს კი მოხსენიებულია, როგორც საპატიმრო.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани