Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июль 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
,,მოლარეს უხეშობის გამო ვეჩხუბე" - გორში 51-წლის მამაკაცს 1000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
51-წლის მამაკაცს, რომელიც ,,იძულების" ბრალდებით გორში დააკავეს, 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დღეს მიიღო.

პროკურორ ია მეფარიშვილის განცხადებით, ბრალდებულმა, 2 თებერვალს, საღამოს ცხრა საათისთვის, გორში მდებარე ერთ-ერთ მაღზიაში მოლარე-ოპერატორ გოგონას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მობილური ტელეფონი ხელიდან გასტაცა და მაღაზიიდან გავიდა.

პროკურორი ასევე განმარტავს, რომ ტელეფონი მაღაზიის გარეთ მანქანაზე დადო.

„ბრალდებული, 2 თებერვალს გორში, საღამოს ცხრა საათისთვის, მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად შევიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სალაროსთან მდგომ მამაკაცს მოლარე გოგონასთან შელაპარაკება მოუვიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მოლარე-ოპერატორმა ტელეფონი აიღო და მენეჯერთან დარეკვა სცადა. გაბრაზებულმა მამაკაცმა მობილური ხელიდან გამოსტაცა, შემდეგ გოგონას ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მაღაზიიდან გავიდა, “Fly”-s ფირმის ტელეფონი კი, რომელიც მან მოლარეს წაართვა, მაღაზიის გარეთ ერთ-ერთ მანქანის სახურავზე დატოვა“ - ამბობს პროკურორი ია მეფარიშვილი.

პროკურატურამ არგუმენტის გასამყარებლად აღნიშნა, რომ საქმეში  ნივთმტკიცებად „fly”-ს ფირმის მობილური ტელეფონია. მან დაკავებულის გათავისფლება, 3 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ, მოითხოვა. 

ადვოკატი გოჩა გოჩიტაშვილი ამბობს, რომ მაღაზიაში გამოწვეული კონფლიქტის მიზეზი შესაძლოა მაღაზიის თანამშრომლის არასწორი ქმედება ან სიტყვა-პასუხი ყოფილიყო.

„ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ დღით მეგობრის გარდაცვალების სუფრიდან მოდიოდა, მეგობრების და ახლობლების გარდაცვალება მოგეხსენებათ, ყოველდღე არ ხდება, აქედან გამომდინარე, შეიძლება ამანაც იმოქმედა, რომ ადამიანი ადვილად გაღიზიანდა, მაგრამ არ არის გამორიცხული მოლარის უკმეხი ან არასწორი პასუხი ყოფიულიყო შელაპარაკების მიზეზი“. - ამბობს გოჩა გოჩიტაშვილი.

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაკავებულის ოჯახს გირაოს გადახდის ვადა 30 დღე მისცა.

განმარტებისთვის:

მუხლი 150. იძულება

1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020