Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ცხინვალიდან დევნილ სტუდენტს კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია დაენიშნა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს რობიზონ ილურიძეს კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მასთან ერთად სტიპენდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, აფხაზეთიდან დევნილმა გიორგი ციკოლიამ დაიმსახურა. ციკოლიას დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდია ერგო.

სტიპენდია, რომელიც პირველად დაარსდა, განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყველაზე კარგი შედეგი აჩვენეს და ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად 300 ლარს შეადგენს.

„ამ ნაბიჯით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ აფხაზური და ოსური კულტურა და მათი დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზური ენა კონსტიტუციური ენაა და ჩვენ სპეციალური სახელმწიფო პროგრამა გვაქვს, რომელიც სწორედ აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად განათლება და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების დახმარება ყველა იმ გამოწვევის, ხილული თუ უხილავი დაბრკოლების გათვალისწინებით, რომელთან გამკლავებაც ამ ახალგაზრდებს უწევთ და მაინც წარმატებულები არიან. ესაა ყველაზე სწორი პასუხი დღეს იმ ძალისმიერ პოლიტიკაზე, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება.

„ჩვენ გვაქვს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას ეთმობა. დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული ნაბიჯი იქნება ერთ-ერთი დამატებითი სტიმული იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა კიდევ უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება აჩვენონ, კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. ჩვენი გზაც სწორედ ესაა - მეტი განათლებით, მეტი განვითარებით, ძალიან მიზანმიმართული და კონკრეტული ნაბიჯებით დავუპირისპირდეთ ოკუპაციას, რომელსაც აუცილებლად დავძლევთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ე

სტიპენდიების გადაცემა დიმიტრი გულიას დაბადებიდან 145 წლისა და პირველი აფხაზური ბეჭდური მედიის დაფუძნების 100 წლის იუბილეს დაემთხვა.

დიმიტრი გულია აფხაზი მწერალი, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი და სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. კოსტა ხეთაგუროვი კი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი, პოეტი, განმანათლებელი და მხატვარი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020