Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
რუისის სასაფლაოზე წინაპრების საფლავებს ვეღარ მიაგნეს
რუისის სასაფლაოზე საფლავების ქვები გადაყრილია და მათ ადგილზე კელიებია აშენებული. ტერიტორიას გალავანი აქვს შემოვლებული. გალავნის შიგნით ეზო კეთილმოწყობილია. გალავნის გარეთ კი, საფლავის ქვები ყრია.

ამის ამსახველ ფოტოებს ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ახლობელთან ერთად, რუისში იმყოფებოდა, სადაც წინაპრის საფლავებს ვერ მიაგნეს.

qartli.ge გასულ წერს წერდა, რომ საფლავების თხრა დაიწყეს. სოციალურ ქსელში პირველი ფოტო ადგილობრივმა მკვიდრმა გადაიღო. ფაქტის გახმაურების შემდეგ, საქმის მოკვლევა პოლიციამ დაიწყო. შს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიების ნაცვლად, ფაქტს იკვლევდნენ.

,,ეს რუისის სასაფლაოა. ჩემი მეგობრის დიდი პაპის და ბებიის საფლავის სანახავად ავედით და რა დაგვხვდა აქ ნახეთ! მთელი სასაფლაო ტრაქტორით არის მოთხრილი და მოსწორებული, ტერიტორია შემოღობილია მონასტერისთვის და საფლავის ქვები ეზოს გარეთ რანაირად ყრია შეხედეთ. შევედით მონასტრის ეზოში და გვითხრეს რომ ტრაქტორით მოთხრილი ადამიანების ძვლები ერთად დამარხეს ერთგან. ძვლები ეხლაც შეგხვდებათ ამ ეზოს გარშემო, თუ მოძებნით. პაპის და ბებიის საფლავი მოვიკითხეთ და გვითხრეს, ქვა და ძვლები რად გინდათ, სულებისთვის კიდევ ჩვენ ვლოცულობთო. სად ვიპოვოთ ბებიის და პაპის საფლავი გვაინტერესებს! ზედ საფლავის ქვებთან ტუალეტი და საქათმეა დადგმული! იმ წინაპრების საფლავები კი, ცრემლმორეულები ფეხზე ადგომით რომ ვსვამთ სადღეგრძელოებს, აღარ არსებობს და ქვები ხარახურასავით არის გადაყრილი ახლადგარემონტებული მონასტრის ეზოს გარშემო. ზედ ნაგავი აყრია, კი ხედავთ ! ეზოში კი არის გამართული ლამაზი ბაღი და ახალი შენობები! გვაინტერესებს ვინ ქნა ეს! შთამომავლებმა სად იპოვონ პაპის საფლავი! ვინმემ არ თქვას რომ საღვთო საქმეა ეს თორემ გაგიჟებას ვართ ისედაც!!! რუისელი არავინ ხართ? ადით, წინაპრის საფლავის ადგილას ეს დაგხვდებათ, რასაც ფოტოზე ხედავთ! მტერი არ კადრულობდა საფლავების შეურაცხყოფას, რა ქვია ამას? თქვენ გვითხარით, თუ იცით ვინმემ პასუხი!" - წერს სინჯიკაშვილი.

აკა სინჯიკაშვილი ბლოგერია, ის დიდი ხანია სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება. სოციალურ ქსელში დაწყებულ საქველმოქმედო საქმიანობაში მას მხარი უამრავმა ადამიანმა აუბა და დღეს უკვე ძალიან ბევრ მასშტაბურ აქტივობას ახორციელებს - ეხმარება უსახლკაროებს, მოხუცებს, ბავშვებს

qartli.ge-მ წერილობით მიმართა როგორც შს სამინისტროს, ასევე, რუის-ურბნინისის ეპარქიას, საიდანაც ველოდებით პასუხს.

იხ. ამავე თემაზე

რუისში სასაფლაო გადათხარეს - შსს-მ მოკვლევა დაიწყო (რეპორტაჟი)
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020