Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
შეიმუშავეს გორის ეკონომიკური განვითარების გეგმა
11 მარტს მერი კოტე
თავზარაშვილი საკრებულოს სხდომაზე გორის ეკონომიკური განვითარების
გეგმით წარსდგება. ოფიციალური დოკუმენტი საკრებულოს წევრებს უკვე
გაუგზავნეს.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყეს მას შემდეგ, რაც 2017 წლის 4 აგვისტოს, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბის წევრობაზე გორის მუნიციპალიტეტიმა ხელი მოაწერა.
,,წინამდებარე გეგმის ამოცანაა, 2017 წლამდე მდგომარეობის გაანალიზებით, მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი კეთილდღეობის მიღწევის მხარდამჭერი პრინციპების განსაზღვრა და კონკრეტული საქმიანობების დაგეგმვა. გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ ეკონომიკის სექტორზე და წარმოადგენს მოკლე, ლაკონურ დოკუმენტს, სადაც ნათლადაა გაწერილი თითოეული ასპექტი და მოიცავს ორ წლიან სამოქმედო გეგმას. " - აღნიშნულია შესავალ ნაწილში.
გეგმის შემუშავების პროცესში განხორციელდა მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის სიღრმისეული კვლევა, რომელმაც გამოავლინა განვითარების ყველაზე დიდი შესაძლებლობის მქონე ორი სექტორი: ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ასევე, გამოვლინდა სუსტი მხარეებიც, როგორებიცაა: ფინანსებზე წვდომის სირთულე, დაბალ-კვალიფიციური ადამიანური რესურსი და უმუშევრობის მაღალი დონე.
შემუშავდა მუნიციპალიტეტის განვითარების საერთო ხედვა, რომელიც გულისხმობს კარგი მმართველობით, ახალი ინვესტიციების მოზიდვით, ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის შესაძლებლობების განვითარებით ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას, რაც საერთო ჯამში, უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმებას.
განისაზღვრა მუნიციპალიტეტის მთავარი მიზნები: ტურიზმის განვითარება; სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება; ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა, მოსახლეობის დასაქმება და მეწარმეობის ხელშეწყობა.
მიზნების მისაღწევად დაისახა ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, ცოდნის/კვალიფიკაციის ამაღლება და მუნიციპალიტეტის მარკეტინგული ღონისძიებების გამრავალფეროვნება.
გეგმა ასევე მოიცავს საჭირო დაფინანსების რაოდენობასა და სავარაუდო წყაროებს. გორის მუნიციპალიტეტი მზადაა გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილის საკუთარი ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად, თუმცა აუცილებელია, გააქტიურდეს მუშაობა დაფინანსების გარე წყაროების მოსაძიებლად.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани