Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
იმოგზაურე ტანას ხეობაში - მოკლე გზამკვლევი
საქართველოს გაერთიანებამდე ტანას ხეობა ეკუთვნოდა კლდეკარის
ერისთავს. ამ გზით ქართლი უკავშირდებოდა ტაო-კლარჯეთს,
სამცხე-ჯავახეთს და ზოგადად ბიზანტიის პროვინციებს.
მეათე საუკუნეში. ერთ-ერთმა ერისთავმა რატიმ მოინდომა ბაგრატ III-სა და დავით კურაპალატს შორის შურის გაღვივება. ბაგრატი იყო შვილობილი დავით კურაპალატისა. ბაგრატმა, კურაპალატის ნებართვით, რატი დაიმორჩილა 989 წელს.
ბაგრატ IV-მ კი, ატენი გადააქცია ციხე-ქალაქად. ციხისთავი იყო გორგანელ თარხონის ძე, ხოლო ერისთავი - მირიანი.
ატენის ციხეს ორი მხრიდან ხევი ჩამოუდის. ერთს ეწოდება საცივის ხევი, საიდანაც გამოდის გრილი ნიავი, სადაც წინათ ინახავდნენ ღვინოსა და ხორცეულს ზაფხულობით. ხოლო მეორე ხევი არის აბანოს ხევი, რომელსაც ვახუშტი უწოდებს თბილ წყალსა, მკურნალს ბუგრისა.
წედისში შიშიანობის დროს იხიზნებოდა მოსახლეობა. ის ეკუთვნოდა ერისთავს, რომელსაც ქალი მიუთხოვებია გორელ ამილახვრისთვის და ეს ხეობაც მისთვის მზითევში მიუცია. წედისის ხეობის უკანასკნელი მებატონე ყოფილა ნიკო ამილახვარი.
დანახვისი ეს არის ისადგილი, საიდანაც მთელი შიდა ქართლი ჩანს. ვახუშტის მიხედვით: ,,დანახვისი დგას მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდისა გიორგისა, მჭვრეტი ქართლისა,"
წეროს ხევი ატენიდან დაშორებულია 5-6 კმ-ით. წეროს ხევში წინათ უცხოვრიათ წერუაშვილებს. სოფელი წერო ვახუშტისაც აქვს მოხსენული. ეს სოფელი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. ეკლესიის სამხრეთ კედელზე შემონახულია წარწერა: ,,წეროსა ღვთისმშობელი, ადიდე ორსავე შინა ცხოვრებასა მადიდებელი სახელისა შენისა როსტევან".
ბობნევი გაშენებულია ტანას ხეობაში და იყოფა ორ ნაწილად. აღსანიშნავია ,,კოშკების ეკლესია". მის კედლებზე ფრესკული მხატვრობაა დაცული. ეს ეკლესია აუშენებია და მოუხატვინებია 1683 წელს იოსებ ტფილელს (,,დიდმოურავიანის" ავტორს). აქვეა მოთავსებული იოსებ ტფილელის პორტრეტული გამოსახულება. იოსებ ტფილელი გიორგი სააკაძის შთამომავალი იყო და სოფელი ბობნევი ითვლება სააკაძების სოფლად.
ბოშური მდებარეობს ბობნევის ზევით. მდიდარია ნაძვნარით, ზაფხულობით გრილა. ეს სოფელი ახლოს მდებარეობს ტანას სათავესთან, საიდანაც თრიალეთის ქედით გადმოდიოდნენ ლეკები და მოსახლეობას აწიოკებდნენ.
მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს მხარე ყოფილა უკაცრიელი და ერისთავს ქსნიდან და არაგვის ხეობიდან გადმოუსახლებია თინიკაშვილები, თოფჩიშვილები, გიგაურები, ქოქაშვილები და სხვ.
ფეტვისხევი დაცარიელებულია. აქ არც 2002 და არც 2014 წლების აღწერების მიხედვით არც ერთი ადამიანი ცხოვრობს.
ფეტვისხევში მდებარეობს მარიამწმინდის ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით. ზოგიერთი დეტალი კი უფრო გვიანდელი პერიოდისაა: მოხატულობა-XII-XIII საუკუნეების; კანკელი - XV-XVI საუკუნეებისა. ეკლესიის კანკელის არქიტრავის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ზაქარია ფანასკერტელი, რაც მოწმობს, რომ გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეკლესია და მისი მიდამოები ამ გვარის ფეოდალთა საუფლო იყო.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани