Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
აგროდაზღვევა ფერმერებს სტიქიური მოვლენებისგან იცავს [R]
თიბისი დაზღვევა ფერმერებს მოსავლის დაზღვევას სთავაზობს. აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე თანადაფინანსება 70%-ია.

აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს. აგროდაზღვევა აზღვევს მათ შემდეგი რისკებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი.

აგროდაზღვევის ღირებულება კულტურების მიხედვით იცვლება და 1 ჰექტარზე ფერმერის გადასახდელი თანხა 25 ლარიდან იწყება. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც შეუძლია.

სერგი ხიზანიშვილი, თიბისი დაზღვევის საბანკო დაზღვევის მენეჯერი: "საქართველოში სამწუხაროდ ხშირია ისეთი სტიქიური მოვლენები როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი ან წყალდიდობა. ეს ყველაფერი იწვევს მოსავლის ნაწილობრივ ან სრულ განადგურებას და ფერმერები ვეღარ იღებენ იმ შემოსავალს, რის მიღებასაც ვარაუდობდნენ მოსავლის აღების შემდეგ. ამ ყველაფრისგან თავის ასარიდებლად დაზღვევა საუკეთესო საშუალებაა, რაც ფერმერს იცავს გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან გამოწვეული ფინანსური ზარალისგან. სამწუხაროდ, სტიქიური მოვლენების კონტროლის შესაძლებლობა არ არსებობს, ამიტომ არსებობს იაფი და მარტივი აგროდაზღვევა, რომელიც სასარგებლოა ყველა ფერმერისათვის."

2018 წელს აგროსექტორში სადაზღვევო სფეროს მიერ ანაზღაურებულმა თანხამ 6 მილიონი ლარი შეადგინა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში მცხოვრები ბესარიონ ეცადაშვილი ერთ-ერთია, ვინც გასულ წელს თიბისი დაზღვევაში ვაშლი დააზღვია.

ბესარიონ ეცადაშვილი: ,,სოფელ ფლავში ვცხოვრობ. ვაშლისა და ატამის ბაღი მაქვს დაზღვეული, სულ ჰექტარი და 20 მეასედი, ძლიერი ქარი და წვიმა მოვიდა გასული წლის ზაფხულში და ნაყოფი დააზიანა, ძირს ჩამოყარა. ბანკმა ზარალის სახით 670 ლარი ამინაზღაურა. ასევე დაზღვეული მქონდა ნიორი, რომელიც 20 მეასედზე მეთესა, თუმცა მოსავალი ავიღე. ამ შემთხვევაში არ დავზარალებულვარ. თიბისი ბანკის დაზღვევით წელსაც ვისარგებლებ, რადგან ვთვლი,რომ მოსავლის დაზღვევა მნიშვნელოვანია."

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში მცხოვრებ ანზორ ედილაშვილს პომიდორი ჰქონდა დაზღვეული:

ანზორ ედილაშვილი: ,,თიბისი ბანკის დაზღვევის შესახებ ბანკის წარმომადგენლისგან მივიღე ინფორმაცია. დავაზღვიე ვაშლი და პომიდორი. ბრეთში ვცხოვრობ. 2018 წელს სოფელში სეტყვა მოვიდა და პომიდორი, რომელიც ჰექტარნახევარზე მეთესა, დაისეტყვა, ზარალი დავთვალეთ და ერთ ფექტაზი მთლიანად განადგურებული იყო. მოვიდნენ ბანკის წარმომადეგნლები და თანხა ამინაზღაურეს. კულტურის დაზღვევას წელსაც ვაპირებ, ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია გლეხისთვის ის რასაც ბანკი გვთავაზობს."

აგროდაზღვევა ხელმისაწვდომი გახდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების შედეგად, ამით დაზღვევა იმ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ. აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოყავს მოსავალი. სავალდებულოა, მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში. თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. განსხვავება ის არის, რომ სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის რეგიონალურ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020