Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
მეუფე იობმა დავით გარეჯის ლავრაში წირვა-ლოცვა აღავლინა
2 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, დილის 9 საათზე, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და ეპარქიის სასულიერო დასმა დავით გარეჯის ლავრაში წირვა-ლოცვას აღავლინა.

ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ წინა დღეს ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ეპარქიის წარმომადგენლის ცნობით, მსახურების ჩატარება სამონასტრო კომპლექსის ყველა ტაძარში იყო დაგეგმილი.

ხოლო, ამავე ეპარქიის ცნობით, ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე იობი წირვას მაცხოვრის აღდგომის ტაძარში აღადგენდა.

სააგენტო ,,რეგინფოს" ცნობით, მეუფე იობმა დავით გარეჯში ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.

"ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავიბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო", – განაცხადა მიტროპოლიტმა.

"თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ - სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე. გონიერება ეყოფა როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ის გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დადგა", – განაცხადა მეუფე იობმა.

მისი თქმით, გარეჯის უდაბნოს არანაირი საშიშროება არ ემუქრება და აზერბაიჯანულ მხარეს დავით გარეჯის მონასტერზე პრეტენზია არ აქვს.

"აქ საუბარი არის ამ თხემის იქით, მთელ კომპლექსზე. ეს არის ბერობის აკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი.

თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა, ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება.

მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს", – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, იქმნება დიდი საშიშროება, რომ უდაბნოს მონასტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რელიგიურ კონფლიქტში გადაიზარდოს, რაც, მეუფის განცხადებით, დაუშვებელია.

"ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაც მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს, არც საქართველოს მხარეს არ აწყობს", – განაცხადა მეუფე იობმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020