Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
თამარ მეფის სახელობის ადგილები შიდა ქართლში
საქართველოში თამარ მეფის სახელი უამრავ ციხეს, სოფელს, ღელეს, მთას, წყაროს, მინდორს და ა.შ. ტერიტორიას უკავშირდება.  ასეთი ადგილები შიდა ქართლშიც უამრავია.

კუდაროს მთა - ჯავის რაიონი



კუდაროს მთა ჯავის რაიონში მდებარეობს. აქ მცხოვრებმა ოსებმა ამ მთას უწოდეს თამარ მეფის ცხენის სახელი - კუდარო. გადმოცემის მიხედვით, ამ მთაზე დაიღუპა თამარის ცხენი. კუდაროს ქედის სიახლოვეს მცხოვრებ ოსებს კუდარელ ოსებს უწოდებენ.

დედოფლის წყალი

კუდაროს მთიდან ჯავის რაიონში ჩამოედინება წყარო, რომელსაც დედოფლის წყალს უწოდებენ. ეს სახლიც დაკავშირებულია თამართან.

ყინწვისი



თამარ მეფეს იმ ადგილზე ჩაუვლია, სადაც ამჯამად სოფელი ყინწვისი მდებარეობს. ის წყაროსთან შეჩერებულა. ადგილობრივებმა წყალი დაალევინეს - რა ყინულივით ცივი წყალიაო, უთქვამს თამარს. გადმოცემის მიხედვით, მას შემდეგ ამ ადგილს ,,ყინწვისი" უწოდეს.

მდ. ტილიანა



მდინარე ტილიანა სათავეს კავკასიონიდან იღებს, გაივლის ამჟამად ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას და ქარელის რაიონში საქართველოს მთავარ მდინარეს უერთდება. ზაფხულობით ის საკმაოდ მცირე რაოდენობით მოდის და თითქმის არც ჩანს. გაზაფხულზე ამ მდინარემ ძლიერი ადიდება იცის. თამარ ერთხელ შეესწრება ადიდებულ მდინარეს. მდინარემ ბევრი მოსახლე დააზარალა, დაიღუპა საქონელიც. ,,უყურე, ამ ტილიან მდინარეს რამდენი შეძლებელიაო" - ასეთია ლეგენდა.

თამარის დარბაზი - უფლისციხე



უფლისციხეში ერთ-ერთ გამოქვაბულს ამჟამად ყველა თამარ მეფის დარბაზს უწოდებს. თუმცა, არც ერთ ისტორიულ წყაროში არაა ნახსენები უფლისციხეში თამარის არსებობის შესახებ. როგორც ცნობილია, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის გათავისუფლების შემდეგ, უფლისციხემ თავისი წინანდელი მნიშვნელობა დაკარგა.

გორის ციხე - თამარ მეფე და მიმინო



მოღწეულია ლეგენდა გორის ციხის დაარსებაზე. ლეგენდის მიხედვით, თამარის დროს, გორის ბორცვი შეადგენდა კუნძულს მტკვრის, ლიახვისა და მეჯუდის წყლებს შორის. აქ იყო საშინელი მორევი, გარშემო მხარე უღრანი ტყეებით იყო შემოსილი. ჯერ ისევ გასათხოვარი თამარ მეფე მობრძანდა. ბინად ამოირჩია მთა გორისა.

მონადირეები მიიფანტ-მოიფანტნენ ტყეებში სანადიროდ და პაშტა ხნის შემდეგ დაბრუნდნენ დიდძალი ნანადირევით. მრავალი იყო მოკლული ღორი, ირემი, ხოხობი
და სხვა. მხოლოდ მონადირეებთან არ ჩანდა დედოფლის საყვარელი მიმინო. აათვალიერ-ჩაათვალიერეს და დაინახეს, რომ მიმინო იჯდა გორის ბორცვის კლდის გამოშვერილ ჭიუხზე.

თამარმა ბრძანა, ვინც მომიყვანს მიმინოს, ავუსრულებ, რასაც მთხოვსო. ტბა-მორევი კი, ღელავდა და ქშინავდა.

დედოფლის დავალების აღმსრულებელი არ ჩანდა. უცბად, გუნდიდან გამოვიდა ვიღაც მშვენიერი ჭაბუკი, ფიცხლავ დაუკრა თავი მეფე თამარს, დაეშვა გორისიდან და გადახტა მორევში. მძლავრი მკლავები და ფეხები შეათამაშა და მარდად გასცურა. მიუახლოვდა ბორცვის ნაპირს, მიმინო ხელთ იგდო და მღელვარებასვე თავი მისცა.

აგერ გმირულად მოდის, მოხოხავს, მოდის...აგერ კიდევ მოაწია აქეთ ნაპირამდე, ცოტაღა უკლია. ხმელს დაადგა ფეხი. თამარმა გაიფიქრა: ,,პირობა დავუდე, რასაც მთხოვ, აგისრულებ, ხელი რომ მთხოვოს?" - შეაჟრჟოლა. გულში შეევედრა ღმერთს. ,,თუ აგრეთი განზრახვით მოჰყავს მიმინო, ღმერთო, დაღუპეო და მორევს მიეციო და წყალმა ჩაძირა გმირი ჭაბუკი. ინანა თამარმა და ცოდვის მოსახდელად კეთილი საქმე ქმნა: ტბა-მორევი, რომელიც ყოველწლივ რამდენიმე კაცს ახრჩობდა, ჩაუშო მტკვრის კალაპოტში და გასწრიტა, თვით ბორცვზედა ააგო მაგარი გორის ციხე"

თამარის ხიდი - რკონი



თამარის ხიდი (ქვახიდა) –  მდებარეობს რკონის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. გადებულია მდინარე თეძამზე. ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა.

დავით სოსლანის ძმის საფლავი ნიქოზში



თამარის ისტორიკოსის ცნობით, თამარზე დაქორწინება ოვსთა მეფის დავით სოსლანის ძმასაც სურდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ ნიქოზის ეკლესიაში დაუკრძალავთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020