Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებმა შეხვედრა გამართეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდების შესახებ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ დამსწრე საზოგადოებას დისკუსიების მიმდინარეობა გააცნეს. ისაუბრეს ბოლო რაუნდებზე განხილულ საკითხებსა და მომავალ რაუნდზე დღის წესრიგში მდგარ თემებზე. იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მის როლზე კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

ხაზი გაესვა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. აღინიშნა, რომ ეს სამშვიდობო პროცესს მეტ დინამიზმს სძენს.

“აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრა უკვე ტრადიციულია და ერთობლივი პარტნიორობით წლების განმავლობაში ტარდება. შეხვედრები ყოველთვის საკმაოდ საინტერესოა. მას ესწრებიან როგორც სხვადასხვა უწყების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ის ადამიანები, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოლაპარაკებების პროცესში არიან ჩართულნი. ნებისმიერ კითხვაზე, რაც სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჩნდათ, ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული. აღნიშნული ტიპის შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით აგრეთვე წარსდგნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და ა.შ.

აღნიშნული შეხვედრა ტარდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020