Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორში ღვაწლმოსილი პედაგოგი ასპარეზს ახალგაზრდა კადრს უთმობს
ვალერი ცერაძე გორის 1-ლი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია. ის დაახლოებით ორ წელიწადში 70-წლის გახდება და ამბობს, რომ მზადაა ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმობს.

მისთვის ცნობილია მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს სამსახურიდან წასვლაში ეხმარება. ვალერი ცერაძე ფიქრობს, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული:

,,ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. პირველად სასწავლო ჟურნალი 1973 წელს დავიჭირე ხელში, 22 წლის ვიყავი. ხატვის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა მე-13 სკოლაში და იქიდან მოყოლებული, ამ პროფესიისთვის არ მიღალატია. სოკრატეს აზრს დავესესხები: ყველა პროფესია მოგონილია ადამიანების მიერ, მაგრამ სამი პროფესიაა მოგონილი ღმერთის მიერ, ეს არის: ექიმი, მოსამართლე და პედაგოგი. ეს ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიებია. რახკი ეს გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, ამ გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივი არ იქნებოდა. ბუნებრივია, თანმდევი და ობიექტური მიზეზები ახლდა. ძალიან ბევრი კარგი პედაგოგია ასაკოვანი, გაკვეთილებსაც ატარებენ, მაგრამ ასაკი მაინც თავისას შვრება და აკეთებს, ამიტომ არ უნდა შევხვდეთ მაინცდამაინც გულდაწყვეტით ამ ყველაფერს. ამ გადაწყვეტილებას შეგნებულათ მივუდექი. პადაგოგი ღირსეულად უნდა წავიდეს სკოლიდან, ძალიან ბევრი განათლებული პედაგოგია, ენერგიაც აქვთ, მაგრამ ჯობია, რომ ახალგაზრდები მოვიდნენ. მოსწავლეების თვალსაც უხარია, როცა ახალგაზრდა პედაგოგის უტარებს გაკვეთილს." - აცხადებს ვალერი ცერაძე.

,,მნიშვნელოვანი სიახლეა პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებთან დაკავშირებით. კერძოდ, ცვლილება გულისხმობს იმას, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც აქვთ პრაქტიკოსის სტატუსი, აქვთ სამსახურიდან წასვლის ნებაყოფლობითი არჩევანის საშუალება. თუ ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ სასერთიფიკაციო გამოცდაზე გავიდნენ და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახონ, აიმაღლონ სტატუსი, მათ უფლება აქვთ რა საკვირველია, დარჩნენ სისტემაში. ასევე, მათ აქვთ უფლება, რომ გააკეთონ არჩევანი. წავიდნენ სისტემიდან, მიიღონ ერთჯერადი ჯილდო სახელმწიფოსგან ორი წლის ხელფასის ოდენობით ანუ ეს გულისხმობს მათი ხელზე ასაღები ხელფასის 24 თვეზე ნამრავლს. ამ ხელზე ასაღებ ხელფასში შედის დამრიგებლის დანამატი, თუ მთის სტატუსის სკოლაა, მთის სტატუსის დანამატი ანუ ყველაფერი ის დანამატი, რითიც ხელზე ასაღები ხელფასი ანგარიშდება"" - ამბობს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს, რომ პრაქტიკოსს პედაგოგებს 2019 წლის განმავლობაში უფლება აქვთ კიდევ ორჯერ გავიდნენ გამოცდაზე. ,,თუ ვერ ჩააბარეს 2019 წლის ბოლომდე, სახელმწიფო მაინც არ დაუკარგავს იმ შეღავათებს, რაც მათთვის გათვალისწინებულია სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში" - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პენსიონერი პედაგოგები ამ არჩვანის წინაშე არ უნდა დაეყენებინათ:

,,უკვე შვიდი წელია, რაც ,,ქართული ოცნება"" ხელისუფლებაშია. მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ ვერ მოახერხეს ძირეული ცვლილებების განხორციელება განათლების სისტემაში. აღნიშნული რეფორმა უნდა ემსახურებოდეს წესით განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მაგრამ პირიქით ხდება. თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ აღნიშნული რეფორმა ეხება ღვაწლმოსილი პედაგოგების შრომის დაუფასებლობას და მათი სამსახურებიდან გათავისუფლებას ყველანაირი მიზეზების გარეშე"" - აცხადებს ლიკა ტურაშვილი.

იხ. დამატებით

მასწავლებელთა ხელფასების ზრდის გეგმა


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020