Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორში 26 მაისს კაფე ,,მანდილოსანი" მოეწყობა
26 მაისის ღონისძიებაზე, გორში, ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია იქნება არტკაფე "მანდილოსანი", სადაც შეძლებთ, მიიღოთ ცოდნა ქალთა უფლებებზე, წარმატებულ ქართველ ქალებზე და ა.შ.

"მანდილოსანი" - ასე ერქვა გორის ქალთა საზოგადოებას, რომელიც 1913 წელს ჩამოყალიბდა. ამ საზოგადოების დამაარსებელთა რიგებში იყვნენ ანა ამილახვარი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ოლღა გოგლაჩიძე, თინათინ ჯავროვი, ანა მაისურაძე, მარიამ ელიოზაშვილი, ქეთევან ჯავახიშვილი, ანასტასია კაპანაძე და სხვები. მათი მიზანი გორში მცხოვრები გაჭირვებული ქალების დახმარება იყო.

"მანდილოსანს" ჩამოყალიბებული ჰქონდა წესდება, რომელიც საზოგადეობის კეთილშობილურ მიზნებს ააშკარავებდა. ისინი ცდილობდნენ, დახმარებოდნენ გაჭირვებულ ქალებს ზნეობრივადაც და ქონებრივადაც, მოეწყოთ საგანმანათლებლო ხასიათის დაწესებულებები - სკოლები, საბავშვო ბაღები, რეფერატები, საზოგადოებრივი კითხვები, გაეხსნა სახელოსნოები და ა.შ.

"მანდილოსანმა" მოახერხა და გახსნა უფასო სკოლა, - ამის შესახებ იმ დროის ქართველი ფემინისტი ნინო ტყეშელაშვილი თავის მოგონებებში წერს: "მათ გახსნეს უფასო შკოლა, სადაც უფასოთ ასწავლიდნენ და ამავე დროს უფასოთ აძლევდნენ სასწავლო ნივთებს და ტანისამოსსაც. ამ სკოლაში სამოცზე მეტი ბავშვი იყო. ამ სკოლის გარდა გახსნეს საკვირაო შკოლა, სადაც უფასოთ სწავლობდენ წერა-კითხვას, თან აქ ღარიბების თავშესაფარი იყო. თუ რომელიმე მოწაფე რამეს აკეთებდა ამ დაწესებულებისთვის, მას თვიური ჯამაგირი ეძლეოდა. ამ დაწესებულების ხარჯის დასაფრად გახსნეს საჩაიე და სასადილო და პატარა კოხტა კოოპერატიული მაღაზია. საზოგადოების მაღალმა მიზანმა ხალხი მიიზიდა - საჩაიე, სასადილო და კოოპერატივი სულ სავსე იყო მუშტრებით."

საზოგადოება "მანდილოსნის" საჩაიე გორში სამეფოს ქუჩაზე მდებარეობდა. სამეფოს ქუჩა დღესაც იგივე სახელწოდებით არსებობს. მანამდე იგი ლენინის, ხოლო მოგვიანებით ერთობის ქუჩის სახელით იყო ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში "მანდილოსანი" იყო ერთ-ერთი პირველი ქალთა სოციალური ორგანიზაცია, მას ორი ფილიალი ჰქონდა: სურამსა და მეჯვრისხევში.

საზოგადოებამ საქართველოს გასაბჭოებამდე, 1921 წლამდე იარსება. თუმცა მოგვაინებით, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 3 წელში, 1994 წელს ის ლია ოქროპირიძემ აღადგინა. ორგანიზაციას დღემდე ის ხელმძღვანელობს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020