Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
რატომ არ უნდა მივცეთ ხმა ბიბილოვის პარტიას - თამარ მეარაყიშვილი ახალგორიდან
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი საკუთარი რაიონის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ მისცენ ხმა მმართველ პარტიასა და მის კანდიდატებს.

მისი თქმით, ის, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა და მისმა გუნდა, ,,ერთიანი ოსეთის" სახელით, ახალგორის რაიონში გააკეთა, არ იძლევა მათთვის ხმის მიცემის უფლების მორალურ შესაძლებლობას.

თამარ მეარაყიშვილი დეტალურად აღწერს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის რაიონთან დაკავშირებით, ბოლო ორ წელიწადში მიიღო. ახალგორის რაიონში ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ.

1. ყველა(6) ქართული სკოლა გააუქმა.
2. რაიონში მცხოვრებ ფერმერებს, ვისაც 5000-ზე მეტი ცხვარი და 2000 -დე მახვილფეხი საქონელი ჰყავს, ოჯახებით რაიონის დატოვება მოუწია. აუკრძალა ზამთრის საძოვრებზე გადაადგილება, რაიონში კი, არც კლიმატია და არც რესურსი გამოზამთრების"
3. დაკრძალვაზე მოსაწვევი 10 კაციანი სია (ადგილობრივი ჩაწერის გარეშე) გააუქმა - ამის გამო მიცვალებულებს აქ უკვე იშვიათად კრძალავენ, თუ ყველა ნათესავი აქ არ ჰყავთ.
4. ზამთარში 2, 5 თვე კარანტინი "გრიპის ვირუსი"ს გამო გამოაცხადა და არათუ გადაადგილება, ავადმყოფისთვის აუცილებელი წამლის შემოგზავნაც აკრძალული იყო.
5. კარანტინის მოხსნის შემდეგ მოსახლეობის ნაწილს ისევ შეზღუდული აქვს გადაადგილება- ყველა, ვისაც პასპორტი აქვს საშვიც უნდა ჰქონდეს- ახალი წესით.
6. ადგილობრივი ბიზნესმენის დივერსანტად გამოცხადება, სიკვდილის შემდეგ...
7. ადგილობრივი ახალგაზრდების (განსაკუთრებულად მამაკაცები) მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ზოგჯერ ქუჩაში დგომის ან ლუდის დალევის გამო.
8. სამსახურებში შევიწროება- ბიბილოვმა განაცხადა, რომ "დროა გაერკვნენ, ვის სად უნდა ცხოვრება და მუშაობა"...
9. მძიმე ავადმყოფების თბილისში გადაყვანაზე გართულებული წესები

,,ის, რასაც მე მიკეთებენ ამ 2 წლის განმავლობაში ამის გამო არ გთხოვთ - მე მაქვს ენერგია მათ დავუპირისპირდე... ეს მოკლე ჩამონათვალია. პრაქტიკაში მძიმედ გადატანილი. დაფიქრდით კარგად ხვალ რას აირჩევთ. არ მოგიწოდებთ არავის სასარგებლო არჩევანის გასაკეთებლად, თქვენი თავისთვის გააკეთეთ- გინდათ ყველა გადახაზეთ, მაგრამ არ "გააპრავოთ" ეს და ამაზე უარესისთვის ნუ მისცემთ ლეგიტიმაციას. პარტიის კანდიდატ, ხონის კოლონიის მსჯავრდებულ, 23 წლით გასამართლებულ ადამიანს მხარი რომ არ უნდა დაუჭიროთ, მაგის შეხსენებას, არც გკადრებთ" - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

დღეს, 9 ივნისს, ცხინვალში არჩევნებია. დე-ფაქტო რესპუბლიკაში ახალ პარლამენტს ირჩევენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020