Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
მანქანის გატაცებაში ბრალდებულ მოზარდს თრობა არ დაუდგინდა და არც დევნა - აცხადებს ოჯახი
გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ახალი დეტალი გამოიკვეთა. შს სამინისტროს ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც ამოტრიალებული მანქანიდან პიროვნება ამოიყვანა.

ირკვევა, რომ ავტობანზე ,,გატაცებულ მანქანას" პოლიცია არ მისდევდა. ამოტრიალებულ მანქანასთან გამვლელებმა გააჩერეს, საიდანაც ახალგაზრდა მამაკაცი ამოიყვანეს. გამვლელები ჩვენებაში უთითებენ, რომ მამაკაცი აგრესიულობით გამოირჩეოდ, რის გამოც  მაღალჩინოსნის შვილი ეგონათ. სხვა დეტალები qartli.ge-ისთვის უცნობია.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ 17-წლის მოზარდს, რომელიც ფაქტზე დააკავეს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არ დაუდგინდა. ამის შესახებ ადვოკატმა მოზარდის ოჯახს განუცხადა.

მოზარდი სახლში 10 ივნისს დაახლოებით 13 საათზე დააკავეს. შემთხვევა კი, გამთენისაას დაახლოებით 2 საათზე მოხდა. 

,,პოლიციის მანქანა, რომელსაც გორთან ავტობანზე ავარია მოუვიდა, გატაცებული იყო" - ამის შესახებ კი ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, გამტაცებელი კ.წ. არის არასრუწლოვანი, 17-წლის.

შს სამინისტროს განცხადება:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი არას­რულ­წლო­ვა­ნი - 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.წ., ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­თა­შენ­ში და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გამ­თე­ნი­ასა­ს გორ­ში, დ. გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ტარ­დე­ბო­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რა დრო­საც ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყოფ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა, კ.წ. -მ ისარ­გებ­ლა შექ­მნი­ლი გა­რე­მო­ე­ბით, ჩაჯ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მან­ქა­ნა­ში და დიდი სის­წრა­ფით თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის ჩქა­როს­ნულ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე გა­ვი­და. მან ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მან­ქა­ნის უსაფრ­თხო მარ­თვა და ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რავ "ფორდ ტრან­ზიტს" შე­ე­ჯა­ხა. კ.წ.-მ ავ­ტო­მო­ბი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ა­ტო­ვა, თა­ვად კი მი­ი­მა­ლა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 178-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­და­ღე­ბის მიზ­ნით, ად­გილ­ზე მი­ვი­და შიდა ქარ­თლის ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის, "ქარტლი.გე"-ის რე­დაქ­ტო­რი, საბა წი­წი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ მოკ­ვლე­ვა უკვე და­ი­წყო" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შეგახსენებთ, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის გადასაღებად მისულ ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დატოვებინეს ტერიტორია.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020