Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ამწვანებული დასახლება - დევნილები კარალეთში 11 წლის შემდეგ
კარალეთის დევნილთა დასახლებაში ბაღები ამწვანებულია, ხეები - გაზრდილი. უკვე ბალს კრეფენ. ნაკვეთებში ვაზია გაშენებული. რამდენიმე ოჯახში სათავსოებს აშენებენ.

ნინო კაზიშვილი დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთიდან დევნილია. ის კარალეთის დასახლებაში უკვე 11 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ საკარმიდამო ნაკვეთში თითქმის ყველა სახეობის ხილის ნერგები დარგეს. დღეს ამ ნერგების ნაყოფი უკვე მიიღეს:

,,ყველანაირი ხილის ნერგი ჩავყარეთ. უკვე გვაქვს ბალი, ვაშლი, სხვადასხვა ხილი. ვყიდით კიდეც. ამ გაჭირვების წლებმა გვაიძულა, რომ მიგვეხედა ჩვენი თავისთვის. მართალია, არ ვართ საკუთარს სახლებში, მაგრამ მთავარია ცოცხლები გადავრჩით. თუკი სიცოცხლე გრძელდება, ჩვენც უნდა განვაგრძოთ ცხოვრება, იქ, სადაც ვართ" - ამბობს ნინო კაზიშვილი.

ესმა კახნიაშვილი კეხვიდან დევნილია, ისიც დიდი ლიახვის ხეობიდან. მანაც საკუთარი ეზო და კარ-მიდამო დაგვათვალიერებინა.

,,ამ დასახლებაში 2008 წლის შემდეგ ვცხოვრობ. არაფერი აქ არ იყო. უკაცრიელი იყო აქაურობა. ამ ხნის განმავლობაში ვაშენებთ ყველაფერს. ყველანაირ ხილს ვაშენებთ. ხედავთ, დღეს, ამ მდგომარეობს." - ამბობს ესმა კახნიაშვილი. მისი თქმით, დაახლოებით 10 წელი დაჭირდა იმას, რომ დღევანდელი სახე მიიღო.

სარწყავი წყალი ჭაბურღილით აქვთ.

,,გვჭირდებოდა სათავსოები. პატარა ბავშვებს არ ყოფნიდათ ერთი ოთახი. მოვიპოვეთ, რაღაც სახსრები, რომ დაგვემატებინა ოთახები. მთავარია ყველანი ცოცხლები ვართ." - ამბობს ნინო კაზაშვილი.

,,როცა შენს სახლ-კარს ტოვებ, ძალიან რთულია. ეს ნოსტალგია ყოველთვის იქნება ჩვენთან" - გვითხრა ესმა კახნიაშვილმა.

ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომუნალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა ჩასახლებებში სასმელი და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოხრეშვა მოშანდაკება, გარე განათების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ნათურების შესყიდვა.

აგრეთვე მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება იმ დევნილ მოსახლეობას, რომელთა ჩასახლებებიც გაზიფიცირებულია, თუმცა უსახსრობის გამო ვერ ხერხდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (აბონენტად აყვანა) სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქურთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020