Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
რეზო გორგაძე - ,,ბავშვობიდან მაინტერესებს ხეზე მუშაობა“
32-წლის რეზო გორგაძე კოლეჯ ,,განთიადის“ სადურგლოში ახალ პროფესიას ეუფლება. თავდაპირველად, ბუღალტრული კურსები გაიარა, შემდეგ კი, მეორე პროფესიით დაინტერესდა. ხისგან შექმნილი აქვს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები. კოლეჯის სახელოსნოში კურსელებთან ერთად ამჟამად ხის ჰამაკს ამზადებს.

,,სამსახურის პარალელურად ვსწავლობ პროფესიულ კოლეში. წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ და სულ გორში მიწევს ყოფნა. გადავწყვიტე სახლში ჯდომას, მოვსულიყავი და მესწავლა ავეჯის აწყობა, გემაკეთებინა ხელნაკეთი ნივთები. ვეუფლები სადურგლო პროფესიას. ბავშვობაშიც მაინტერესებდა ხეზე მუშაობა. შარშან შევისწავლე ბუღალტერია, მოკლევადიანი კურსი იყო. შემდეგ დავინტერესდი სადურგლო პროფესიით, გავიკითხე და მომასწავლეს კოლეჯი ,,განთიადი“. - ამბობს რეზო გორგაძე.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურში მსახურობდა. 2010 წლის დეკემბერში ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულები დროს, ნაღმზე აფეთქდა და ქვედა კიდურები დაკარგა.

,,ახლა მე და ჩემი გუნდი, ვინც ვსწავლობთ, ერთად ვაკეთებთ ხის ჰამაკს მასწავლებლის დახმარებით. გვაქვს ასევე გაკეთებული, რუკა, დროშა და კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი. წინ კიდევ ბევრი გეგმები გვაქვს და ალბათ ბევრი ადამიანი დაინტერესდება ამ ყველაფრით. მადლობა მინდა ვუთხრა კოლეჯის ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს. დილით ვდგები, ვიმზადებ საუზმეს, ვჯდები მანქანაში და მოვდივარ კოლეჯში. კოლეჯიდან მივდივარ სახლში, ცოტა ხანი ვისვენებ, მერე მივდივარ აუზზე სავარჯიშოდ" - ამბობს რეზო. 

პარალელურად, ვარჯიშობს, პარასპორტსმენია და სხვადასხვა შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის თებერვალში იმყოფებოდა ამერიკაში, საიდანაც 8 მედლით დაბრუნდა. მედლები აიღო ცურვაში, მშვილდის სროლაში და ველო მარათონში.

,,ვიღებ სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობას, 2019 წლის 23 თებერვალში ვიყავი ამერიკაში, მივიღე მონაწილეობა ცურვაში, მშვილდის სროლაში, ველო მარათონში საიდანაც წამოვიღე 8 მედალი. 2020 წლის მაისში არის ჰოლანდიაში შეჯიბრი, ახლა ვემზადები შესარჩევი ტურისთვის, არ ვიცი, რამდენად მოვხვდები ამ შეჯიბრზე, რადგან საკმაოდ ძლიერი კონკურენტი მყავს. მინდა ვთქვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.“ - გვეუბნება რეზო გორგაძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020