Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
შერიგება ვარიანში (VIDEO)


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, სასულიერო პირმა, მამა გრიგოლმა (გოგიჩაძე) იმ ადამიანებს უმასპინძლა, ვინც წლების განმავლობაში, სოფლიდან მის გასახლებას ითხოვდა.


ტრაპეზი მოძღვრის დამწვარი სახლის ეზოში გაიმართა. შერიგებას სოსო რობაქიძე (ბუტა რობაქიძის მამა) და გოგი ენუქიძე (ირინა ენუქიძის ძმა) ესწრებოდნენ.

10 წელზე მეტია სოფელ ვარიანში სასულიერო პირს პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივი მცხოვრებთა ნაწილი მამა გრიგოლს სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდა. სასულიერო პირს გამოძიებით კვლავ დაუდგენელ ვითარებაში დაეწვა სახლი, ფერმა, დაუმტვრიეს მანქანა.
მამა გრიგოლი აცხადებდა, რომ საერო პირები მოქმედებდნენ გორის ეპარქიის მაღალი იერარქიის მქონე პირების დავალებით. ასევე, ამ საქმეში ჩართული იყო, როგორც მამაო აცხადებდა, ვარიანის ამჟამინდელი მოძღვარი. სწორედ, ასეთი ვითარება უძღოდა წინ იმ შეირგებას საერო პირებთან, რომელიც გუშინ 28 ივლისს, სოფელ ვარიანში მოხდა.



,,რაც მოხდა, მოხდა. ჩვენ ყველამ წარსული უნდა დავივიწყოთ. ცხოვრება იწყება ახალი ფურცლიდან" - აღნიშნეს შეხვედრაზე. შერიგების სუფრაზე ვარიანის ეკლესიის ამჟამინდელი მოძღვარიც, მამა თადეოზი (ქებაძე) დაპატიჟეს. მამა თადეოზი შეპირდა ვარიანელებს, რომ მივიდა შეკრებაზე, თუმცა, ვიდრე ჟურნალისტები ვიყავით, ეკლესიის მოძღვარი არ გამოჩენილა.

რაც შეეხება მამა გრიგოლს (გოგიჩაძე), ის სოფელ ვარიანში 1994 წელს ჩავიდა. ის მაშინ 24 წლის ასაკის იყო.

,,ჩვენ ყველა, მაშინ თანატოლები ვიყავით. ვცხოვრობდით ერთად. მახსოვს, პატრიარქს ვთხოვეთ ჩვენი ეკლესიის აღდგენა-რესტავრაცია. გამოეგზავნა მოძღვარი და ტაძარი მოქმედი გამხდარიყო. პატრიარქმა ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა. მას შემდეგ მამა გრიგოლი ჩვენს გვერდითაა. არ მიუტოვებია სოფელი" - ამბობს მალხაზ კოკაური.

სოფელში პირველი მოძღვრის ჩასვლის პერიოდი გაიხსენა არჩილ ურჯუმელაშვილმაც:

,,მაშინ 19-წლის ბიჭი ვიყავი. მამა გრიგოლი კი, სულ რაღაც 24 წლის იყო. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც, ალბათ, არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება ითქვას, ჭეშმარიტება კამათში იბადებაო, მაგრამ დღეს ყველა ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებთ" - თქვა არჩილ ურჯუმელაშვილმა.

გუშინ, ვარიანში, წარსული ამბები არ გაუხსენებიათ. სოსო რობაქიძემ და გოგი ენუქიძემ კი, გაიხსენეს ის პერიოდიც, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როგორ დაუდგა გვერდით შვილმკვდარ დედას, ირინა ენუქიძეს მამა გრიგოლი.

იხ. ამავე თემაზე

 

დაპირისპირება მოძღვართან ვარიანში

,,ხანძარი" გორის ეპარქიაში

,,მეუფე ჩვენთან უნდა იყოს" - მოთხოვნა გორში

,,გამოხმაურება მეუფე ანდრიას მრევლს"


მამაოს ბიზნესი ვარიანში

,,მიწა ვიყიდე და აქ მაღალჩინოსნების საკალმახე აღმოჩნდა"

ასულიერო პირმა მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020