Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლაში
5 ოთახს კარი არა აქვს. ესენია: ქართული ენისა და ლიტერატურის
კაბინეტი, გეოგრაფიის კაბინეტი; ორი გასახდელი (ვაჟების და გოგონების)
და სააქტო დარბაზი.
სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ კარის გარეშეა დარჩენილი სათავსოები, ხოლო მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი მათ ლაბორატორიებად მოიხსენიებს.
ჯოჯიშვილის თქმით, საგანგაშო არაფერია, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები დროულად გამოიყო:
,,კარები რომ არა აქვს, რა გაინტერესებთ? როგორც მე ვიცი, ესენი დამხმარე ოთახებია" - გვკითხა ალექსი ჯოჯიშვილმა. მისი განმარტებით, მშენებელმა სკოლის რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით, გააკეთა.
რატომ ჩაიბარა მერიამ საპროექტო დოკუმენტაცია იმ სახით, სადაც რამდენიმე ოთახისთვის კარი არ იყო გათვალისწინებული, ამის შესახებ მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსს პასუხი არა აქვს: ,,შეგიძლიათ, ჰკითხოთ, საპროექტო ორგანიზაციას, დიმიტრიადმა გააკეთა, გორში დაფუძნებული კომპანიაა" - აცხადებს ჯოჯიშვილი.
კომპანია ,,დიმიტრიადს" შესყიდვების ვებ-გვერდზე განთავსებული საკონტაქტო ტელეფონი გამორთული აქვს.
სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოები თავდაპირველად კარგად დაიწყო, ხოლო, თუ რატომ დარჩა 5 ოთახი კარის გარეშე, ამაზე პასუხი არა აქვს:
,,ჩვენთან სამშენებლო დოკუმენტაცია არ ინახება. მოგეხსენებათ, სკოლის რეაბილიტაციას ჩვენ არ ვახორციელებთ. მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა, ბატონმა გიორგიმ სხვა ძველი რამდენიმე კარი მოიტანა, იქნებ მოვარგოო. სხვაგანაც არემონტებდნენ სკოლებს. რა მოხდა, ამ კუთხით, მე ვერ გაგცემთ პასუხს" - ამბობს სკოლის დირექტორი.
სკოლის დირექტორის შემდეგ, სამშენებლო კომპანია ,,ფერთა ნათების" წარმომადგენელს, ბატონ გიორგის დავუკავშირდით.
,,ვერ გეტყვით, ზუსტი მიზეზი არ ვიცი, რატომ დააკლდა სკოლას კარი. მე ვვარაუდობ, რომ კვადრატული მეტრები არ იყო სწორად დათვლილი, პროექტირების დროს. სხვა ინფორმაციის მოწოდება მე არ შემიძლია" - ამბობს ,,ფერთა ნათების" სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი. ,,ფერთა ნათებამ", მისი წარმომადგენლის ცნობით, ქარელის მერიასთან ურთიერთობა უკვე დაასრულა.
ახალი სასწავლო წელი კი, 2019 წლის 16 სექტემბერს იწყება.
რეაბილიტაციის შემდეგ ქვენატკოცის სკოლაში 5 ოთახს კარი არა აქვს

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани