Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ძამას ხეობაში 1993 წლიდან ძებნილები 23 წლის შემდეგ დაიჭირეს და გაამართლეს
ორი ბრალდებული, რომელიც ქარელის რაიონში მკვლელობის ჩადენიდან 23 წლის შემდეგ გამოჩნდა, გაამართლეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ხაშურის, შემდეგ თბილისის და, ბოლოს, უზენაესმა სასამართლომ მიიღო. განაჩენის მიხედვით, მათ დამამძიმელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ედებოდათ ბრალი.

აღნიშნული პირები 1993 წლის აგვისტოდან იმალებოდნენ. 2016 წელს კი, დააპატიმრეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2019 წელს საბოლოოდ გაამართლეს.

თავდაპირველად, 2016 წელს, საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულები ხაშურის სასამართლომ გაამართლა. განაჩენის მიხედვით, მკვლელობაში მათ მონაწილეობას არავინ ადასტურებდა. მოსამართლეებმა მტკიცებულებას არ მიიღეს გარდაცვლილის მეუღლის და ქალიშვილის ჩვენებები, რომლებიც მკვლელობის არაპირდაპირი მოწმეები იყვნენ. პროკურორი თეონა გოდერძიშვილი ბრალდებულების დაპატიმრებას კატეგორიულად ითხოვდა 11-11 წლით.

შემთხვევა 1993 წელის 16 აგვისტოს ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 1993 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში, მთვრალი ე. ქ. და ზ. ფ-ი მივიდნენ ნ. კ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ამ უკანასკნელთან მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, ნაჯახისა და დანის გამოყენებით ნ. კ-ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს 21 ჭრილობა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს იგი.

გამოძიების ცნობით, მათ გამოიცვალეს ტანსაცმელი და გადაწყვიტეს სოფლის დატოვება, მაგრამ შესაბამისი თანხის უქონლობის გამო, განიზრახეს. ორივე მათგანი, პროკურატურის მტკიცებით, მივიდა ამავე სოფელში აგარაკზე მყოფ ერთ-ერთ პიროვნებათან, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ მის კუთვნილ ოქროს ბეჭედს და ,,ორიენტის” საათს.

,,ამის შემდეგ დანაშაულების ჩამდენი პირები მიიმალნენ, შემთხვევის დროიდან იძებნებნებდნენ და საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.“ - აღნიშნულია პროკურორ თეონა გოდერძიშვილის საბრალდებო დასკვნაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020