Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
13-წლის მოსწავლე სავარაუდოდ სკოლიდან გარიცხვის შიშით გორიდან თბილისის აქციაზე წავიდა
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გორელი, 13-წლის მოსწავლე
ნახეს. მის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა აქტივისტმა პოსტი
გამოაქვეყნა. მოსწავლე ამბობს, რომ ის სკოლიდან გარიცხვის შიშით
გაიქცა, ხოლო სახლში ვერ წავიდა, სწორედ, იმის გამო, რომ მშობლებს ეს
ამბავი არ გაეგო.
ფაქტზე გორის რესურსცენტრის დირექტორი საქმის კურსშია. ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ მხარეებთან (სკოლას და მშობლებთან) კომუნიკაცია აქვს.
ამბავი, რომელიც ერთ-ერთმა აქტივისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ასეთია:
,,საღამოს პარლამენტის წინ მივედი, როგორც ყოველთვის. აქცია დაანონსებული არ იყო, შესაბამისად ხალხიც არ ყოფილა. შეშის "ფეჩის" იგვლივ ადამიანები ისხედნენ და საუბრობდნენ. მეც შემოვუჯექი, ვსაუბრობდით. .
მოდის ბავშვი, ზურგჩანთით და სკამზე მიგვითითებს: "აქ შეიძლება დაჯდომა?", სხვებმა ვერ შეამჩნიეს და მე გავეპასუხე, მოდი, მოდითქო. დაჯდა, ჩუმად იჯდა და გვაკვირდებოდა. შემდეგ ვიღაც კაცს დაუთმო ადგილი და იქვე დადგა. მე დავუძახე მოდითქო.
მითხრა სკოლის მოსწავლე ვარ, მერვე კლასშიო. მეთქი რას აკეთებ აქ, რავი მოვედიო. იცი აქ რას ვაპროტესტებთ-მეთქი, კი ვიციო, ამ მთავრობასო.
იცი, სახლიდან გამოვიქეციო მეუბნება. გავოცდი, ცალკე გავიყვანე და მეთქი მომიყევი რა მოხდათქო.
გორიდან ვარო, სკოლიდან გამომრიცხესო და სახლში შემეშინდა მისვლა და გამოვიქეციო. უფრო დეტალურად მოვაყოლე.
მასწავლებელმა ლაპარაკის გამო გაკვეთილიდან გამომაგდო, დირექტორს კი გაფრთხილებული ვყავდი, თუ ერთხელაც გამომაგდებდნენ, სკოლიდან გამიშვებდაო. დირექტორმა სკოლიდან გამომრიცხაო. სახლში წავედი, ჩანთა ჩავალაგე და წამოვედი, მშობლები გამიბრაზდებოდნენო. პირდაპირ თბილისში წამოვედი, დიდუბეში მოვედიო, მერე მეტროში შევიპარე და გამოვყევი მატარებელსო, "რუსთაველი" რომ გავიგონე, მეცნო და ჩამოვედიო, მერე პარლამენტთან აღმოჩნდა და ტელევიზორიდან ნანახი აქცია გაახსენდა, ცეცხლის ირგვლივ შემოკრებილი ხალხი დაინახა და მოვიდა.
ასე აღმოჩნდა ბავშვი პარლამენტის წინ
მივხვდი, რომ ჩემი ამ საღამოს ყველა გეგმა გადაიდო და ამ ბავშვს უნდა დავხმარებოდი.
სახლში დაბრუნებაზე კატეგორიულ უარზე იყო. სად აპირებ დარჩენასთქო და რავი გავძლებო მითხრა, არც სიცივეს უშინდებოდა და არც უცხო ქალაქში ღამე ყოფნას.
ბავშვის ინტესების გათვალისწინება იყო უმთავრესი, ვიცოდი და ამიტომ არც მიფიქრია რომ პოლიციელთან მიმეყვანა პირდაპირ, როცა სახლში დაბრუნება არ მინდაო, ამბობდა.
ვუთხარი, რომ მესმოდა მისი პროტესტი, რადგან მეც გამომიცდია სკოლაში იგივე. ავუხსენი, რომ ეს პროტესტი უკვე დააფიქსირა და აწი საჭირო იყო სახლში დაბრუნება, წარმოიდგინე ახლა შენი მშობლები როგორ ნერვიულობენ და ყველგან გეძებენთქო. უნდა დამერწმუნებინა, რომ უმჯობესი იყო სახლში დაერეკა. ბავშვი ხვდებოდა, რომ მოუწევდა სახლში დაბრუნებდა და მიხვდა იმასაც, რომ ძაან ინერვიულებდნენ მშობლები.
დავრეკეთ, ატირებულმა გვიპასუხა დედამისმა, ვუთხარით რომ ვიპოვეთ და კარგადაა, არ ენერვიულათ. როგორც აღმოჩნდა პოლიციაშიც გაცხადებული იყო უკვე. ვუთხარით ადგილმდებარეობა და ველოდებოდით.
როგორც გაირკვა, სწავლა უყვარს, სკოლაშიც კარგად სწავლობს, ფეხბურთი მოსწონს, ბეემვეს ფანია, ერთ კვირაში 13 წლის ხდება.
წარმოიდგინეთ, ბავშვი პროტესტის ნიშნად გამოიქცა, ბრაზდებოდა რომ უსამართლოდ გამოუშვეს სკოლიდან. [შემდეგ მამამისთან საუბარში გაირკვა] თან კარგად სწავლობს თურმე.
მთელი სასკოლო სისტემა არის საბჭოთა კომუნისტური ნაშთი. ბავშვებს არ აქვთ განვითარებისა და თვითრეალიზაციის საშუალება, მათი ნიჭი და უნარები მკაცრ ჩარჩოებში ექცევა. იქნებ ამ ბავშვმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე მისმა ასაკის ბავშვმა უნდა იცოდეს, იქნებ მასწავლებლის ახსნილს 10 წუთში იგებს და 40 წუთიანი ტვინის ბურღვა ღლის და მაგიტომ ლაპარაკობს. იმის ნაცვლად, რომ სისტემა ბავშვზე იყოს ორიენტირებული, სისტემა ითხოვს ბავშვის მორგებას თავის თავზე. ბავშვს მოეთხოვება ყველაფრის ისე დაჯერება როგორც მასწავლებელი იტყვის, როგორც დირექტორი გადაწყვეტს, როგორც მანდატური დაარიგებს. სკოლაში ბავშვი თავისუფლების ნაცვლად ციხეში გრძნობს თავს. ამიტომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა, ისინი თავისუფლების მოყვარულები არიან, სკოლში კი ვერ გრძნობენ ამ თავისუფლებას.
ეს მახინჯი სასკოლო სისტემა ბავშვების ფსიქიკას ანადგურებს. წარმოიდგინეთ, რამდენი ბავშვი განიცდის იგივეს, რასაც ლუკა, ზოგი ვერ ან არ გამოხატავს, ზოგი სხვა ფორმებით გამოხატავს. კი ისე შეაწუხა ამან, რომ სახლიდან წამოსვლაც კი გადააწყვეტინა მარტო, უცხო ქალაქში.
მშობლებს მადლობა, ასეთი კარგი ადამიანის აღზრდისთვის, დარწმუნებული ვარ ძაან წარმატებული და ყველასთვის საამაყო იქნება." - წერს აქციის მონაწილე.
გორელი უფლებადამცველი, ამერიკის ხმის ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი ინციდენტს ეხმაურება:
ეს სკოლა გორში, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულად ითვლება, იმდენად გაუსაძლის პირობებს უქმნის ბავშვებს, რომ იძულებულს ხდის სკოლიდან გაიქცნენ, სახლშიც ვერ მივიდნენ და თბილისში წავიდნენ. თბილისშიც იმიტომ, რომ უბრალოდ, ეს მარშრუტი აღმოჩნდა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იმ კონკრეტულ მომენტში. კიდევ კარგი, რომ მეტროში უგზო-უკვლოდ სიარულის პროცესში, პარლამენტთან მოხვდა და აქციისთვის შეკრებილი კეთილი ადამიანები დაეხმარნენ. უბრალოდ, ბედნიერი შემთხვევაა, რომ ნორმალურ და ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდებს გამოელაპარაკა ეს ბავშვი და მათ ყველაფერი გააკეთეს ამბის მშვიდობიანი დამთავრებისთვის. ასე რომ არა, არ ვიცით, რა უბედურ შემთხვევასთან გვექნებოდა საქმე...
საქართველოს განათლების სამინისტრო! ესაა ბავშვზე ორიენტირებული სკოლა, როდესაც სკოლის დირექტორი ბავშვს სკოლიდან გარიცხვით ემუქრება და აშინებს? მისი მოადგილე და სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც ამავე დროს ბავშვის კლასის დამრიგებელი ყოფილა, ბავშვს კლასიდან აგდებს (!), არ იცის, რომ კლასიდან გაგდება არ შეიძლება? ტრენინგებზე სიარული და პედაგოგების/დირექტორების გადამზადება იმას მოიცავს, რომ მხოლოდ ტრენინგის ფოტოები გააზიარონ სოციალურ ქსელში და ის ვერ გაიგონ, როგორ უნდა მოეპყრონ ბავშვებს, რის უფლება აქვთ და რის ვალდებულება გააჩიათ? კიდევ უარსი ის გახლავთ, რომ ახლაც, როდესაც "საქმე ირჩევა" (სწორედ ეს ძველბიჭური ტერმინია ზედგამოჭრილი პროცესისთვის, რაც ამჟამად მიმდინარეობს გორის მესამე საჯარო სკოლაში), სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე ხელებს იბანენ და ბავშვს "აბრალებენ", ბავშვზე კიდებენ მომხდარის პასუხისმგებლობას (ოლივერ ტვისტი დღეში სამჯერ უნდა აკითხო ამათ და მერე ოთხჯერ გაამეორებინო წაკითხულის შინაარსი).
ბავშვის ვინაობას, ცხადია, ვერ დავწერ, მაგრამ გთხოვთ, ვისაც შეხება გაქვთ სკოლებთან, დირექტორებთან, სასწავლო ნაწილებთან, კლასის დამრიგებლებთან და პედაგოგებთან, კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აუხსნათ, რომ ბავშვიs სკოლიდან გაგდება, კლასიდან გაგდება სასწავლო პროცესის დროს, მუქარა არ შეიძლება და ამის ჩამდენი არღვევს კანონს. მეტი სიცხადისთვის: სკოლის მოსწავლე, რომელიც სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის დანაშაულებრივი ქმედების გამო აღმოჩნდა ქუჩაში, მისთვის უცხო ქალაქში და გაურკვეველ ვითარებაში, არის წარმატებული სწავლაში და მისი "დანაშაული" გახლავთ მხოლოდ ის, რომ ჰიპერაქტიულია და უფრო სწრაფად ითვისებს პროგრამას, ვიდრე სხვა ბავშვები.
ნანა ტერმაკოზაშვილი - რესურსცენტრის ხელმძღვანელი
,,ფაქტს სკოლის დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის, რის შემდეგაც დადგინდება, გამოიკვეთება, რამდენად იყო მასწავლებლის ქმედებით მოსწავლის საქციელი განპირობებული. ვესაუბრე მოსწავლის მშობელსაც და სკოლის ადმინისტრაციასაც. მშობელსა და სკოლას შორის ნამდვილად არის ჯანსაღი ურთიერთობა. ჩემი თანდასწრებით ისაუბრეს, იმსჯელეს თითქმის ორი საათის განმავლობაში. საქმის კურსშია მანდატურის სამსახური. ჩაერთვება ფსიქოლოგიური სამსახური, რათა მაქსიმალურად იქნას ბავშვისთვის მშვიდი, არასტრესული გარემო უზრუნველყოფილი."

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани