Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
რეზო მექვაბიშვილი - ,,ის ჩემთვის ჩამოვიდა ციმბირიდან"
ამბობს, რომ არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი, არ უყვარდა თანატოლებთან თამაში, ცდილობდა, სულ რაღაც დაეხატა. 6 წლის იყო, როდესაც საერთოდ მიანება თავი.

შემდეგ სკოლაში, ხატვის ნიჭმა ისევ გაიღვიძა. გაკვეთილების პერიოდში, ფურცლებზე იწყებდა მუშაობას, იგივე გაგრძელდა სტუდენტობის პერიოდში:

,,როცა ლექცია არ მომწონდა, ვცდილობდი, ამ მდგომარეობიდან ხატვით გამოვსულიყავი. რვეულის ყდებზე ან ცარიელ ფურცლებზე ვხატავდი, შემდეგ უკვე როცა სწავლა დავამთავრე, გადავწყვიტე - მოდი, აბა, ვცდი ჩემ თავს" - იხსენებს რეზო მექვაბიშვილი.

ის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. დაიბადა 1958 წელს. ფაქტობრივად, ხატვა 29 წლის ასაკიდან დაიწყო. მოხატა ფრესკები რამდენიმე ეკლესიაში. ჯერ კიდევ 1991 წელს მიღებული აქვს მონაწილეობა რეგიონალურ და რესპუბლიკის თვითნასწავლ მხატვართა გამოფენებში. 1994 წელს წავიდა პარიზში:

,,იქ ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობდა, რაგბისტი იყო. ეს ისეთი ქალაქია, რომელიც მხატვრებისთვის უნიკალური ადგილია. გავიცანი იაპონელები, რომლებსაც ჩემი ნახატები მოეწონათ. ის ისეთი ხალხია, რომ ხედვა აქვთ არაჩვეულებრივი. მართალია, ბევრი მხატვარი არ ჰყავთ, მაგრამ შეფასება იციან. მომცეს ფული და მითხრეს, გამოგვიგზავნე ნახატებიო. თქვენს ნახატებში ჰაერი იგრძნობაო და ა.შ." - იხსენებს ბატონი რეზო.

მართლაც, 1994 წელს, პარიზში 40 უნიკალური ტილო გაგზავნა ბიძაშვილს. ბადრი მექვაბიშვილს ეს ნახატები ფრანგულ-იაპონურ გალერიაში უნდა გაეგზავნა, მაგრამ ბადრი მოულოდნელად მოკლეს და რეზოს ნახატების კვალი ამ დრომდე უცნობია.

სწორედ ამ ტრაგედიიდან იწყება მძიმე პერიოდი რეზოს ცხოვრებაში და მხატვრის სინანული გულისხმობს იმ მოვლენებს, რომელიც ამ ტრაგედიის შემდგომ განვითარდა.

,,დავიწყე სმა. ყველაფერი დავკარგე, დავკარგე ნახატები, დავკარგე იაპონელები, დავკარგე თითქმის ყველაფერი. რაღაცას რომ დავხატავდი, მერე ვიწყებდი სმას. თითქოს მწყუროდა" - ამბობს რეზო მექვაბიშვილი.

მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ბოლო წლებია, გადაადგილება ეტლით უწევს. წაერთვა მარჯვენა ხელი და ფეხი, თუმცა 2008 წლიდან დღემდე იგი აქტიურად აგრძელებს ხატვას მარცხენა ხელით. მისი ნახატები მოხვდა საფრანგეთში, იაპონიაში, ინგლისში, ისრაელსა და რუსეთში.

,,მოულოდნელად, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა. სოციალურ ქსელში გავიცანი. ციმბირში მიატოვა ყველაფერი, სახლი, სამსახური და ჩამოვიდა საქართველოში. გამიკეთა სახელოსნო" - ამით ასრულებს საუბარს რეზო მექვაბიშვილი. ის ამჟამად 61 წლისაა.

ავტორი, ანა ბაქარაძე, სტუდენტი


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020