Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გურამ ვაშაკიძე - ჟურნალისტი გორიდან, რომელიც მოვლენებს 1958 წლიდან აშუქებს
,,ვილისმა ქოშინით აათავა ციცაბო აღმართი. ქვემოთ დარჩა ნადარბაზევის ტბა. აგერ უკვე მესამე თვეა გვალვა გრძელდება ქართლში, ცაზე, პოეტის თქმის არ იყოს, ჩიბუხში ჩასადები ღრუბელიც არ ჩანს და რა აავსებს ნადარბაზევს. ან კი რა წყლის გაცემა შეუძლია დამშრალ, დაგვალულ წაყალსაცავს“

ასე იწყება ერთ-ერთი სტატია, რომელიც 90-იან წლებში გურამ ვაშაკიძემ რეპორტაჟის სახით დაწერა. ის იმ პრობლემებს შეეხო, რომელიც კოოპერატიული სასოფლო მეურნეობების შექმნის დროს წარმოიშვა. მისი ცნობით, 1994 წელს მხვნელ-მთესველებს არ მოსწონდა, როდესაც შრომის ანაზღაურებას ნატურით იღებდნენ. არამედ, მათ სურდათ, რომ შემოსავალი ნაღდი ფულის სახით მიეღოთ.

,,დავა პრინციპულ ფაზაში არ შესულა. ორივე მხარე ჯერ მოთელვას გადის“ - ასკვნის რეპორტაჟის ავტორი.

,,ზარია ვოსტოკი" და კომუნისტი"

დაიბადა თბილისში და სკოლაც იქ დაამთავრა. ის გორში ცხოვრობს და ჟურნალისტად 62 წელია მუშაობს. ,,ოღონდ ბიოგრაფიას ნუ მომაყოლებთ“ - გვითხრა ღიმილით გურამ ვაშაკიძემ.

მისი სახლის სიახლოვეს არსებობდა გაზეთ ,,სამგორის“ სტამბა. მოსწავლეობის პერიოდში ხშირად ამ სტამბას სტუმრობდა.

,, ჟურნალისტის პროფესიით სწორედ მაშინ დავინტერესდი. თანატოლებთან ერთად ჩავდიოდი ამ სტამბაში და ვათვალიერებდი. სკოლაში კი ძალიან ბევრს ვკითხულობდი, შემიძლია, ვთქვა, რომ თუკი რაიმეს მივაღწიე, ეს სწორედ წიგნის კითხვის შედეგია“ - ამბობს გურამ ვაშაკიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1958 წელს დაამთავრა. იმავე წელს გაზეთ ,,ზარია ვოსტოკის“ კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა.

,,ამ გაზეთში ვმუშაობდი დიდ ხანს. ნებისმიერ თემას ვაშუქებდი. ჟურნალისტი თუ ხარ, უნდა შეგეძლოს ნებისმიერ თემაზე მუშაობა. ამისათვის გჭირდება განათლება. თუ განათლება არ გაქვს, ძალიან დაიტანჯები. როგორც ჩანს, ჩემ მუშაობას აკვირდებოდნენ და თვლიდნენ, რომ კარგად ვმუშაობდო. გაზეთ კომუნისტის მთავარმა რედაქტორმა შემომთავაზა, ჩემთან გადმოდი სამუშაო. ბუნებრივია, დავთანხმდი. ეს იყო 70-იანი წლების დასაწყისი“ - ამბობს გურამ ვაშაკიძე.



მისი კარიერა ,,ზარია ვოსტოკიდან“ დაიწყო, ,,კომუნისტით“ გაგრძელდა და, ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ამ დრომდე ,,საქართველოს რესპუბლიკის“ რეგიონალურ კორესპონდენტად ითვლება.

,,ახლაც მთხოვენ ხოლმე, რომ მოვამზადო რაიმე მასალა. შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ შემიძლია მუშაობა“ - კვლავაც ღიმილით გვპასუხობს.

,,კომუნისტის“ კორესპონდენტი მუშაობდა შიდა ქართლის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

,,საკმაოდ, საინტერესო იყო გორში მუშაობა. აქ მე მაშინვე დამხვდა ჟურნალისტთა ძლიერი რაზმი. მახსოვს, შოთა მახარობლიძე. ის ომში იყო ნამყოფი და ჯერ კიდევ ომის პერიოდში წერდა სტატიებს. ომის შემდეგ გააგრძელა მუშაობა. რაიკომის მდივანიც გახდა. არ შემიძლია არ გავიხსენო გივი ცერაძე, უნიჭიერესი ჟურნალისტი. მუშაობდა ადგილობრივი გაზეთის რედაქტორად. შემდგომი თაობა - ჯემალ ინჯია, ზაურ წაქაძე, ოლია ბრაგვაძე. 90-იან წლებში ძალიან კარგი კადრი გამოჩნდა ლამარა შაყულაშვილის სახით.“ - იხსენებს გურამ ვაშაკიძე.

იყო თუ არა ცენზურა? - ვკითხეთ. ,,რა თქმა უნდა“- გვიპასუხა და გაიცინა. ,,ვერ ვიტყვი, რომ გვზღუდავდნენ, მაგრამ პურს ჭამდნენ ცენზურით“ - განმარტა მოკლედ.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 1990-იან წლებში, როდესაც გაზეთი ,,კომუნისტი“ გაუქმდა და ,,საქართველოს რესპუბლიკა“ დაარსდა.

,,მე ამ პერიოდს შევადარებდი იცით რა მომენტს? პრესა ისე გათავისუფლდა, საქონელი რომ ბაგაზე იყო დაბმბული დიდი ხანი და რომ აუშვებენ. აი, ასე მოხდა თითქმის. ვისაც რა უნდოდა, მერე იმას წერდა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ჟურნალისტი უნდა იყოს ნაკითხი. თუ ნაკითხი არ ხარ, დაგტანჯავს ეს პროფესია“ - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020