Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,შიდა ქართლში 31 საწარმო აშენდა" - სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში 31 ახალი საწარმო ამოქმედდა. ამის შესახებ გორში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაიმართა.

საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმართება. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა მიმართეს.

„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომლიც მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას. პროგრამებისა და პროექტების შესახებ ფერმერთა ინფორმირებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობა“ - განაცხადა ილია თამარაშვილმა

,,ფერმერებისა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება შიდა ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიციებული სახელმწიფო პროგრამების სარგებლიანობის კუთხით შიდა ქართლი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მცირე ბიზნესისა და წარმოების განვითარებას. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია თითოეული დაინტერესებული პირისთვის, რათა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და სწორად დაგეგმონ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამომავლო საქმიანობა“ - აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა.

სოფლად მცხოვრები მოსახლების მხარდაჭერის მიზნით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020