Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,ქართლში ყაჩაღობამ იჩინა თავი" - ბოლშევიკების ბრძოლის მეთოდები 1918-1921 წლებში
1918-1921 წლებში ბოლშევიკები ვერ ურიგდებოდნენ იმ გარემოებას, რომ ამიერკავკასიის ხელისუფლებაში ძირითადად მენშევიკები მოვიდნენ.

მათ საწინააღმდეგოდ, იყენებდნენ პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს, ასევე, გლეხებს, რომლებსაც აქეზებდნენ, რომ ამიერკავკასიის მთავრობა თავად-აზნაურებთან იყო შეკრული.

1918 წლის 1 იანვარს, მეჯვრისხევში, ახალწელიწადს ღამით, ბოროტ-გამზრახველებმა ცეცხლი გაუჩინეს ორ-სართულიან სახლს კოტე და რომა ჩუბნიშვილებისას. გულშემატკივარმა ხალხმა ხელი მიჰყვეს მის გაქრობას და ქვედა ნაწილი სახლისა გადაარჩინეს დაწვისაგან. მიუხედავად ამისა, ზარალი 5000 მანეთამდეა. სამწუხარო ის არის, რომ ზოგიერთმა ნაძირალამ, ნაცვლათ იმისა, რომ დახმარება აღმოეჩინათ ცეცხლის ჩაქრობაში, ისარგებლეს შემთხვევით და რაც ცეცხლს გადაურჩა, დაიტაცეს.

1918 წლის 14 იანვარს სოფელ მეჯვრისხევში ადგილობრივ ბოლშევიკების ინიციატივით შედგა კრება, რომელზედაც საგანგებოთ იყო მიწვეული თფილისიდან ბოლშევიკი ვ. რუხაძე. ყველა ორატორი, გარდა ბოლშევიკ ვ. რუხაძისა, ხალხს მოუწოდებდნენ ერთობის და დამფუძნებელ კრების მხარდაჭერისკენ.

14 იანვარს საღამოს 9 საათზედ დ. ერისთავის ოჯახს თავს დაესხნენ ქურდები, რომელთაც სახლში მყოფმა ერისთავის დამ მალე გაუგო და აცნობა მახლობელს მილიციას. მილიციონერები ჩაუსაფრდნენ და ერთი ქურდთაგანი დასჭრეს კიდეც. წაღება ვერაფრისა ვეღარ მოასწრეს; თუმცა კი ზოგიერთი ნივთები წასაღებათ უკვე გაემზადებინათ.

ჯარიდან გამოქცეულმა დეზერტირმა სოფელ თიღვის მცხოვრებმა ლევან ჯახველაძემ მოჰკლა თოფით ამავე სოფლის მცხოვრები ლუკა ოსიტაშვილი. მკვლელი დაატყვევეს. გამოძიების დროს, მკვლელმა სთქვა, რომ როდესაც ჯარში ვიყავი, ოსიტაშვილმა მამაჩემს მამული ჩამოართვა და ეხლა შური ვიძიეო.

,,რაც რომ ფრონტიდან ჯარი წამოვიდა და შეიარაღებული ჯარისკაცები სოფლად მივიდნენ, ქართლში ყაჩაღობამ იჩინა თავი და არ გაივლის დღე, რომ სადმე ან არ დაეცნენ ვინმეს და ან მკვლელობა არ მოახდინონ. ზოგი ამ უბედურების მიზეზად ასახელებს ძველ შანტაჟისტებს ჯარისკაცების ქურქში გამოხვეულს, ზოგი დეზერტირებს და ზოგიც კიდევ ფრონტიდან დაბრუნებულთ. არავინ უწყის ვინ სჩადის ამ ბოროტ მოქმედებას. მხოლოდ ქართლში თანდათანობით იკიდებს ფეხს ანარქია და ხალხიც დიდ შიშს განიცდის." - წერს გაზეთი ,,ერთობა" 1918 წლის თებერვლის დასაწყისში.

მეჯვრისხევი ერთ-ერთი პირველი თემია, სადაც საბჭოთა ხელისუფლება თბილისის აღებამდე დამყარდა. საბჭოთა ისტორიოგრაფიის ცნობით, 1919 წლის 9 ნოემბერს გორის მაზრის აჯანყებულმა გლეხებმა სოფელში შეკრეს გზები, დააპატიმრეს ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურები და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს.

1921 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს გასაბჭოების (25 თებერვალი) შემდეგ, მეჯვრისხევში ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთი პირველი შრომითი ამხანაგობა ,,მშველეთი". ამხანაგობაში გაერთიანდა ადგილობრივი თემის გლეხობა, დააპატიმრეს ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურები. დამფუძნებელ კრებაზე აირჩიეს გამგეობა, მიიღეს წესდება და დაამტკიცეს წევრების სია. სოფლის საბჭო და კოლმეურეობის გამგეობა ერისთავების სასახლეში განათავსეს.

იხ. ამავე თემაზე:

განიდევნა როგორც თავადიშვილის ქალი - 12 ამბავი საბჭოთა მეჯვრისხევიდან

მეჯვრისხეველი ერისთავები

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020