Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
აქციამ ხელთუბნიდან პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლა
,,ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით
ხელთუბნელები აქციას ამ წუთებში პროკურატურის შენობასთან მართავენ.
ისინი, 20-წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე ობიექტურ
გამოძიებას ითხოვენ. ხელთუბნელები აცხადებენ, რომ ამ საქმეზე
ბრალდებული 50-წლის მამაკაცი უდანაშაულოა და რეალურად 20- წლის ბიჭი
მოკლეს.

50-წლის მამაკაცი ტრისტან კოჩუაშვილი სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. დღევანდელ აქციას შეუერთდა გარდაცვლილის მამაც, რომელიც თვლის, რომ ტრისტან კოჩუაშვილი უდანაშაულოა.
,,არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩემი შვილი გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობებით და დააგდეს გზაზე. მანქანა საერთოდ გადავლილი არაა" - აცხადებს თორნიკე მერებაშვილის მამა.
ტრისტან კოჩუაშვილი 2019 წლის თებერვალში დააკავეს. სასამართლომ წინასწარი გამოძიების დროს, გირაოთი გაათავისუფლა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ თორნიკე მერებაშვილი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ტრისტან კოჩუაშვილი მიკროავტობუსით დაეჯახა. თუმცა კოჩუაშვილი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, 20 წლის ბიჭი მანამდე იყო დაჭრილი.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, იმ დღეს, როდესაც მწოლიარე მამაკაცი ნახა ტრასაზე, თვითონ დარეკა სასწრაფოში და პოლიციაში და შველა ითხოვა. მომხდარის ადგილზე მისვლის და დათვალიერების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა ის სახლში უპრობლემოდ გაუშვეს, ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა მოტეხილობა, ფილტვებში ინსპირაცია და იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. “- განუცხადა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.
პროკურატურის მტკიცებით 2018 წლის 6 ივლისს, ღამის 2-ის 25 წუთზე, სოფელ ხელთუბნის გზაზე მიმავალმა მამაკაცმა, რომელიც ,,მერსედესის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა და გადაუარა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკე მერებაშვილს.
,,2019 წლის 6 თებერვალს მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდა, რომ თორნიკე მერებაშვილი გარდაიცვალა ავარიის, მანქანის გადავლის შედეგად." - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.
,,საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ.-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს." - აღნიშნულია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი მოკლულია. ამის თაობაზე აქციები არაერთხელ გაიმართა და თანასოფლელებმა ცენტრალური ავტომაგისტრალიც კი გადაკეტეს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани