Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,რუსები წამომეპარნენ და დავიწყეთ ჭიდაობა" - ელდარ გუნდიშვილი
,, ტყეში წავედი, ერთი ღერი შეშა წამოვიღე. თანდათან, გზაში ვკრეფდი
ასკილს. ერთი სამი კილო რომ მოვკრიფე, თან გართული ვიყავი,
წამომეპარნენ რუსები, ავტომატებით შეიარაღებულები. გამოქცევა კი
დავაპირე, მაგრამ მერე დავიწყეთ ჭიდაობა, ვიბღლაძუნავეთ კარგა ხანი,
მერე დამიჭირეს და წამიყვანეს. გადამიყვანეს არცევის ბაზაზე და იქ
დამკითხეს, მერე ცხინვალში. ვუთხარი რაც იყო, მე არ გადამიკვეთია,
იმათი ბანერი სადაცაა, არ გადავსულვარ, აქეთ ვიყავი. ჯარიმა არ ვიცი
ვინ გადაიხადა. დაკავების დროს რაღაცეები გაისროლეს,” - აცხადებს
ელდარ გუნდიშვილი.
დღეს საღამოს 71-წლის მამაკაცი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა ერგნეთში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცა. ელდარ გუნდიშვილი 26 თებერვალს, საღამოს საათებში რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
გუნდიშვილები სოფელ აძვში ცხოვრობენ. მათი სახლი გამყოფ ხაზთან დაახლოებით 200 მ მანძილზე მდებარეობს. მეუღლე იხსენებს, რომ ელდარი შეშის შესაგროვებლად სახლთან ახლოს იმყოფებოდა. სამხედროებმა სასიგნალო მაშხალები გამოიყენეს და მამაკაცი ისე დააკავეს. მარიამ გუნდიშვილი მომხდარი ინციდენტის თვითმხილველია.
“ფიჩხს აგროვებდა აქვე, სახლთან ახლოს. ხმაური შემომესმა და გარეთ გავედი. დავინახე, ორნი იყვნენ, ჩემი ქმარი კი, ძირს ეგდო. ძალით წაიყვანეს და რაღაცეები გაისროლეს ჰაერში. ვყვიროდი, მიშველეთ-თქო, მერე ცუდად გავხდი. არ ვიცი როგორ გადავიხადო ჯარიმა, უკიდურესად გაჭირვებული ვარ, დახმარებაც მომიხსნეს. იქნებ დაგვეხმაროს ვინმე”, - აცხადებს დაკავებულის მეუღლე.
მარიამ გუნდიშვილის თქმით, შიარაღებული ფორმიანების მხრიდან, 71 წლის კაცზე ფიზიკური ძალადობაც განხორციელდა, რადგან, დაინახა, თუ როგორ იწვა ძირს მისი მეუღლე. გუნდიშვილების ოჯახს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ოჯახს დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნეს.
ელდარ გუნდიშვილი რუსეთის სამხედროებმა პირველად 2018 წლის 7 აპრილს, სტუმრად მყოფ თემურ ყაზიევთან ერთად, დააკავეს. ისინი აძვის სალოცავთან ახლოს იმყოფებოდნენ. აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას აძვსა და აძვისთავს შორის. ელდარ გუნდიშვილის სახლი გამყოფ ხაზიდან 200 მ მანძილითაა დაშორებული. ორივე სოფელს მდინარე აძურა ჰყოფს.
,,სადღაც 4 საათი იქნებოდა, რომ ძროხა გამექცა და მის გამოსაყვანად მდინარეზე ჩავედი. წესით ნახევარი მდინარე ჩვენი უნდა იყოს, ნახევარი იმათი. ესე მითხრეს, მდინარე სულ ჩვენიაო. ოთხნი იყვნენ და წამიყვანეს. თემურ ყაზიევი თბილისელია და არ ვიცი მის შესახებ არაფერი. დაკავებით ერთად დაგვაკავეს. ნათესავები ჰყოლია იქით, მგონი იმათ გადაიხადეს თანხა, მე არ გადამიხდია." - ამბობს ელდარ გუნდიშვილი. რაც შეეხება თემურ ყაზიევს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისიც გაათავისუფლეს. თემურ ყაზიევს ახლობლები სოფელ აძვისთავში ჰყავს, თვითონ კი, თბილისელია.
ვიდეო: 2018 წელი
სასიგნალო მაშხალების შესახებ
რუსი სამხედროები ბოლო პერიოდში სასიგნალო მაშხალებს ხშირად იყენებენ. ამის ამსახველი ვიდეო qartli.ge-მ 2020 წლის 14 თებერვალს გადაიღო. დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა.
,,მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია." - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რომელიც 15 თებერვალს გავრცელდა.
იხ. ვიდეო: 2020 წლის 18 თებერვალი

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани