Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
მდინარე სურამულას კალაპოტიდან ნაშალი მასალის გატანა ნახევარი მილიონი დაჯდება
წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე სურამულას კალაპოტიდან ნაშალი მასალის ამოღებას გეგმავენ. ამისათვის ხაშურის მერია დაახლოებით 0,5 მლნ ლარს დახარჯავს. 

კომპანია ,,არქიტექტორი" მერიას ურჩევს, რომ სამუშაოები წყალმცირობის პერიოდში დაიწყო. საუბარია დაახლოებით 7 კმ სიგრძის მონაკვეთზე. კომპანია ,,არქიტექტორმა" კვლევა მიმდინარე წლის 15 იანვარს დაიწყო და დასკვნა მერიას გაუგზავნა.

ანგარიშის მიხედვით, მთიდან ჩამოტანილი ნაშალი მასალა ძირითადად დაგროვდა სურამის გასასვლელიდან მდინარე მტკვრის შესართავამდე:

,,ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, არსებული მდინარის გადაგდება შეუძლებელია ამიტომ კალაპოტის გასუფთავება უნდა მოხდეს უშალოდ წყლის ნაკადში. იმის გამო, რომ ექსკავატორით შესვლა ცალკეულ მონაკვეთებზე ვერ მოხერხდება, საჭიროა სამუშაოებში ჩართული იყოს ბულდოზერი, რომელიც მიუგროვებს მასალას, ექსკავატორს ამოსაღებად." - აღნიშნულია ანგარიშში.

სპეციალისტების აზრით, სამუშაოების წარმოებისას ყურადრება უნდა მიქცეს იმას, რომ არ მოხდეს მდინარე სურამულაზე არსებული სახიდე გადასასვლელებისა და კერძო საკარმიდამო ნაკვეთების ღობეების, ასევე მდინარე სურამულას გადამკვეთი წყლის მილების დაზიანება.

,,შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამუშაოების ჩატარდეს ორ მონაკვეთად ცალ-ცალკე. თითოეულ მონაკვეთზე იმუშავებს ორი ექსკავატორი (მდინარის სხვადასხვა ნაპირზე) და ერთი ბულდოზერი." - წერია ანგარიშში.

მდინარე სურამულა სათავეს იღებს ლიხის (სურამის) წყალგამყოფი ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, მთა ედის ჯვრის (1319,7 მეტრი) სამხრეთ-დასავლეთით ზღვის დონიდან 1200 მეტრ სიმაღლეზე და ერთვის მდინარე მტკვარს სოფელ ცხისის ჩრდილო-დასავლეთით 850 მეტრში 683 მეტრ სიმაღლეზე. მდინარის სიგრძე 24, 1 კმ, ვარდნა ამ მონაკვეთზე შეადგენს 517 მეტრს.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020